ფს-გიის ერთ–ერთი დარგი, რომელიც იკვლევს ფს–კურ მოვლენათა და შესატყვის ფიზიოლ. პროცესთა ურთიერთობის საკითხებს. ასეთია მაგ., შეგრძნებათა ორგანოების ფუნქციობის და შესატყვის შეგრძნების ფიზიოლ. საფუძვლები. სხეულის აგებულება და პიროვნული თვისებები /იხ. სხეულის აგებულების ტიპები/; .თავის ტვინში ფს¬კურ ფუნქციათა ლოკალიზაცია. ნერვული სისტემის დარღვევები და მათი შესატყვისი მოვლენები პიროვნულ სტრუქტურაში და სხვა. ფ. ფს-გიას საფუძველი ჩაეყარა მე–19 ს–ის პირველი ნახევრის ბოლოს, როცა დაიწყო შეგრძნების ორგანოების ფიზიოლოგიასა და შეგრძნებას შორის არსებული კანონზომიერების ძიება ექსპერ. მეთოდის გამოყენებით. პირველი ასეთი მკვლევარები იყვნენ: ი. მიულერი, ე. ვებერი, გ. ფეხნერი, ჰ. ჰელმჰოლცი, ვ. ვუნდტი. ამ უკანასკნელს ეკუთვნის ორტომიანი ნაშრომი „ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის საფუძვლები “ /იხ. ფსიქოსომატიკა/.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.