A E

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფიგ ფიზ ფილ ფიქ ფი–

ფილოგენეზი

Gk. phyiē გვარი, ტომი, genesis წარმოშობა

მოძღვრება ორგანიზმების /მცენარეების, ცხოველების/ სახეების წარმოშობისა და განვითარების შესახებ ცნობილია, რომ ცოცხალ ორგანიზმებს თავისი დღევანდელი ფორმა მიღებული აქვთ თანდათანობით განვითარების /ევოლუციის/ შედეგად. ორგანიზმის ყველა ამ ცვლილებას და გარდაქმნას, მისი ფორმაციის ყველა ეტაპზე, ფ. ეწოდება. წინააღმდეგ ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარებისა /ოტოგენეზისა/, ფ. არის მთელი გვარეულობის /ტომის, გვარის, სახის/, განვითარება ყველა საფეხურის გავლით. ე. ჰეკელის ბიოგენეზური კანონის მიხედვით, ონტოგენეზი იმეორებს ფილოგენეზს შემოკლებით. ამ თვალსაზრისით ონტოგენეზსა და ფ–ს შორის ერთგვარი შესატყვისობაც კი შეიძლება ვიგულისხმოთ./იხ. ონტოგენეზი./.

ფს-გიაში ტერმინი ფ. ნიშნავს ფს–კის განვითარებას სიცოცხლის წარმოშობისა და მისი ევოლუციის გასწვრივ./ტერმინი ფ. მეცნიერებაში შემოიტანა ბუნებისმეტყველმა ე. ჰეკელმა, 1866/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9