A E

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფიგ ფიზ ფილ ფიქ ფი–

ფი–ფენომენი

/Phi/Φ/Phänomen/ - მოჩვენებითი მოძრაობის ერთ –ერთი სახელწოდება. პირველად გამოიკვლია გეშტალტფსიქოლოგიაში მ. ვერტჰაიმერმა. მდგომარეობს შემდეგში:

1. როცა cპ–ს ორ გამღიზიანებელს a და b ხაზებს ვაწვდით ¹/₅ სეკუნდის ინტერვალით, სუბიექტი ამ გამღიზიანებლებს აღიქვამს ცალცალკე – ჯერ a-ს და მისი გაქრობის შემდეგ b–ს.

2. მაგრამ თუ სუქსესიური მიწოდების ინტერვალს შევამცირებთ 0,02 სეკუნდამდე, ე. ი. უფრო სწრაფად მივაწოდებთ, მაშინ აღნიშნულ ხაზებს ცალ–ცალკე კი არ დავინახავთ /აღვიქვამთ/, არამედ შეერთებულად, როგორც სწორი კუთხის გვერდებს.

3. თუ კიდევ შევამცირებთ მიწოდების ინტერვალი რამდენჯერმე, მაშინ ორივე ხაზი შეერთდება და ერთ ხაზად მოგვეჩვენება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9