A E

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფლე ფლო ფლუ

ფლეგმატური ტემპერამენტი

Gk. phlegma ლორწო

ერთ–ერთი ტიპი ჰიპოკრატეს მიერ დადგენილი ტემპერამენტის ოთხი ტიპიდან. ჰიპოკრატეს განსაზღვრებით, წარმოიშობა ლორწოს სიჭარბით ორგანიზმში /ლორწო მეტია, ვიდრე სხვა სითხეები/. დამახ. აპათია, გულგრილობა, უაფექტობა, ძნელი აგზნებადობა, ემოციის სიღარიბე, ერთხელ აღძრული ემოციის ხანგრძლივი არსებობა, სიმშვიდე, წონასწორობა, გადანაცვლების სუსტი უნარი. მიდრეკილია უფრო სასიამოვნო ემოციისკენ. ი. პავლოვის ტიპთა კლასიფიკაციაში შეესატყვისება ძლიერი, გაწონასწორებული ინერტული ნერვული სისტემის მოქმედების ტიპს /იხ. ტემპერამენტი/ ·

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9