ფერთა სიმულტანური კონტრასტის მოვლენა: ფონის საწინააღმდეგო ფერის სიმუქის გაძლიერებასთან ერთად იზრდება კონტრასტის სიძლიერე. მაგ.,თეთრ ქაღალდზე რომ რუხი ქაღალდის ნაჭერი მოვათავსოთ კონტრასტი ოდნავ შესამჩნევი იქნება, რუხი მოშავოდ მოგვეჩვენება. თუკი ამ რუხ ქაღალდს რაიმე სიფრიფანა ნაჭერს გადავაფარებთ, კონტრასტი გაძლიერდება: რუხი ქაღალდი შავად მოგვეჩვენება. ეს ფენომენი ძალაში რჩება ყველა კონტრასტული /კომპლემენტური/ ფერის მიმართ /იხ. კონტრასტი/ ·
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.