A E

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფობ ფონ ფოტ

ფობია

Gk. phobos შიში

აკვიატებული ხასიათის შიში; ორი სახისაა:

1. საგნისა და სიტუაციის შიში, რ–იც ობიექტურად არ არის საშიში, მაგ. შინაური ცხოველი, მოედანზე გადასელა და სხვ.

2. საგნისა და სიტუაცის შიში, რ-იც ად−ნისათვის საფრთხეს ობიექტურად, გარკვეული ხარისხით, მაინც შეიცავენ, მაგ., კეთრით ან კიბოთი დაავადება და სხვ.

ფსიქოანალიზის თეორიით, სრულებით უსაფუძვლო შიში „არაცნობიერი“ წარმოშობისაა. მისი თავდაპირველი სათავე ის შიშია, რ–იც წარმოიშვა ისეთი ლტოლვისაგან, რ-ლის დაკმაყოფილება „ზე–მე“–ს ცნობიერებისათვის მიუღებელი იყო, რის გამოც სუბ-ში განვითარდა აკრძალული ლტოლვის განხორციელების შიში. ამიტომ ებრძვის მას არაცნობიერად სუბ. უარს ეუბნება თავის ლტოლვას, სურს ის დათრგუნოს, ცდილობს შეცვალოს ობიექტი და ამ მიზნით მისგან წარმოშობილი შიში სხვა ინდიფერენტულ ობიექტზე გადააქვს. ამიტომ, ასეთი ფ., ფროიდის აზრით, თავდაცვით რეაქციას წარმოადგენს.

ყოველი ფ. იმ საგნის სახელს ატარებს, რის ფ-საც ის წარმოადგენს. ფ–ების სახეები პრაქტიკულად განუსაზღვრელია. ფ. ხშირად ფსიქოტური მდგომარეობის თანმხლებია და ახირების სახით ვლინდება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9