A E

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფრე ფრი ფრო ფრუ

ფრუსტრაცია

L. frūstrátio მოტყუება, იმედის გაცრუება, წარუმატებლობა

ეწოდება მძიმე, უარყოფით ემოციურ მდგომარეობას /გულგატეხილობა, იმედგაცრუება, სასოწარკვეთილება/. ფ–ს იწვევს ყოველი წარუმატებლობა, საქმის წაგება, სუბ. ვერ ახერხებს შექმნილი დაბრკოლების აცილებას, ფ–ის გამომწვევი ფაქტორების – ფრუსტრატორების დაძლევას. ნ. მაიერმა /1949/ ფ–ის გამომწვევი სიტუაციის არსებით ნიშნებად დაასახელა:

1. შექმნილი სიტუაციის ამოუხსნელობა.

2. მისგან გამოსვლის /გზის გაკვლევის/ შეუძლებლობა.

3. ძლიერი მოტივაცია /ძლიერ მოტივაციად ითვლება თუ, მაგ., ბავშვს ამის დროს წაართმევენ რძიან ბოთლს, ან ძაღლს წაართმევენ ძვალს/. ასეთ პირობებში, გარდა იმისა, რომ სუბ–ის პირდაპირი მოთხოვნილება რჩება – დაუკმაყოფილებელი, მასში წარმოიშობა სხვა უარყოფითი განცდაც საკუთარი პიროვნების დამცირების, განადგურების, მისადმი უსამართლოდ მოპყრობის, საკუთარი უმწეობისა და სხვ. სუბ. დეზორგანიზებული და დეზორიენტირებულია.

ფ. სხვადასხვა ინდივიდში სხვადასხვა სიძლიერით ვლინდება და წშირად კიდეც ხდება ნერვული დაავადების მიზეზი. ფ–ის /ე. ი. პიროე-ნების ზღურბლური დატვირთვის საპასუხოდ ად–ნები, /აგრეთვე ცხოველებიც/ ავითარებენ სამი სახის რეაქციას:

1. აგრესიას.

2. რეგრესიას.

3. ფიქსაციას.

აგრესიის ჰიპოთეზა: აგრესია / სტენიური მოქმედება/ შეიძლება იყოს მიმართული, რ-ოც სხვისადმი /შურისძიება/, ისე თავისი თავისადმი /თოვითგაკიცხვა/. ი. დოლარდის აზრით /1939/, ფ–ს თან სდევს აგრესია და, სადაც აგრესიულობა შეიმჩნევა, იქ ყველგან ფ-ის არსებობა უნდა ვიგულისხმოთა აგრესიამ შეიძლება განზოგადებული სახე მიიღოს, გავრცელდეს ფ–ის გამომწვევ ყველა ანალოგიურ მოვლენაზე, აგრესიის სიძლიერე ფ–ის სიძლიერეზეა დამოკიდებული.

რეგრესიის ჰიპოთეზა: რ. ბარკერი და სხვები, /1941/ ამტკიცებენ, რომ მოქმედება ფ-ის ზეგავლენით რეგრესიას განიცდის, ე. ი. ძირს ეცემა და ხარისხობრივად უფრო ცუდი ხდება, ონტოგენეზში გავლილ საფეხურს უბრუნდება, ად-ნი იბნევა და მოქმედების ხარისხი უარესდება.

ფ–ის ფიქსირების ჰიპოთეზა: ნ. მაიერის მტკიცებით, მაგ., ვირთაგვებს „ამოუხსნელ“ სიტუაციაში სტერეოტიპული მოქმედება უვითარდებათ; თუ მათ ამის შემდეგ მოვათავსებთ სიტუაციაში, რომლის გადაჭრაც შეიძლება, ისინი აქაც აგრძელებენ ერთხელ გამომუშავებულ ქცევას და მის მოდიფიცირებას ვერ ახერხებენ.

შემჩნეულია, რომ ად–ნებს ფრუსტატორების მიმართ უვითარდებათ გარკვეული ტოლერანტობის /შემრიგებლობის/ გრძნობა, რ-იც ადამიანებისდა მიხედვით, დიფერენციული ხასიათისაა /ზ. როზენცვაიგი, 1944/. ფ. ლერშის აზრით, ფ–ის საპასუხოდ ად–ებს, ტოლერანტობის გარდა, ქცევის სხვა ფორმაც უვითარდებათ, მაგ., ფანტაზიაში წასვლა, სუბლიმაცია, კომპენსაცია და სხვა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9