მოჩვენებითი ნევროზი; აღწერა ვ. ე. ფრანკლიმ /1968/. მისი აზრით, ფ-ის სიმპტომები ნევროზის ხასიათისაა, მაგრამ თავის ეტიოლოგიით იგი სომატურ საფუძველზეა განვითარებული. მედიც-ში სადავო ტერმინად ითვლება. მას იყენებენ მცდარი დიაგნოზის დასმის აღსანიშნავად, როცა დაავადება სინამდვილეში სომატურია /ენდოკრინული ან ვეგეტატური მოშლილობით გამოწვეული/, დიაგნოზი კი ნევროზისაა დასმული.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.