A E

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფსე ფსი

ფსევდოჰალუცინაცია

Gk. pseudos ტყუილი
L. (h) alucinälio ბოდვა

კანდინსკი, კ. იასპერსი – მცდარი მოჩვენებითი ჰალუცინაცია. თუმცა სუბიექტი მთელი სიცხადით აღიქვამს საგნებს: ხედავს ან ეხება საგანს,ან ესმის ხმა, მაგრამ წინააღმდეგ ნამდვილი ჰალუცინაციისა, მან თვითონ იცის, რომ ყველაფერი ეს მხოლოდ მოლანდებაა, ე. ი. მან იცის, რომ რასაც ის ამჟამად აღქმის სახით განიცდის –ფიზიკურად არ არსებობს, რომ ამ აღქმას რეალობის კვალიტეტი აკლია და აღქმა მხოლოდ მოჩვენებითი მოვლენაა. ფ. ვითარდება ნარკოტიკული წამლების ზეგავლენით, დაღლილობის ან ძილის წინ.

„ფსი“ — შემოკლებულია: სიტყვა პარაფსიქიკური, ჩვეულებრივ იწერება დეფისით, მაგ., ფსი — ფუნქცია“, „ფსი – მოვლენა“ და სხვა . ტერმინი „ფსი“ პარაფსიქოლოგიაში შემოიტანა ი. რინემ /დ. 1895/ პარანორმალურ მოვლენათა საფუძველში მდებარე ფს−კური ფაქტორის აღსანიშნავად. ამ შეხედულების თანახმად, პარაფსიქიკური მოვლენები დგანან, საზოგადოდ, ფიზიკური კანონზომიერების გარეშე. ამიტომ მათთან ურთიერთობა ან მათი შემეცნება და ახსნა შესაძლებელია არა სენსომოტორული ზემოქმედების შედეგად, არამედ „ფსი“ — ფუნქციის" საფუძველზე. მაგ. „ფსიქოკინეზის“ ან „ნათელხედვის“ ახსნა შესაძლებელია მხოლოდ „ფსი“ ფენომენის მოქმედების შედეგად. „ფსი“ – ფუნქცია არის პარაფსიქიკურ მოვლენათა ბირთვი, მისი ძირითადი ფაქტორი.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9