A E

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფსე ფსი

ფსიქაგოგიკა

ფსიქოპათოლოგიაში: მკურნალობა ავად–ფის დარღვეული სულიერი წონასწორობის აღდგენის მიზნით. მის ამოცანას შეადგენს ახალი მიმართულება მისცეს ავად–ფის დამოკიდებულებას, რ–რც გარემოსთან ისე – თავის თავთან, ახალი ორიენტაციის აღებით ბიძგი მისცეს სულიერი განწყობილების შეცვლას სასურველი მიმართულებით. ახლო დგას ფსიქოთერაპიასთან. ფ–ის მეთოდებია: თვითაღზრდა, განტვირთვა, მედიტაცია, გამოკითხვა, შთაგონება, ანამნეზის ანალიზი, კათარსისი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვარჯიშით მკურნალობას: სუნქვით ვარჯიშს, სპორტს, თამაშს.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9