A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
ასა ასთ ასი ასო

ასაკობრივი გარემო

ცნება ა. გ. მეცნ-ში შემოტანილია დ. უ%ნაძის მიერ, ეხება შინაგანისა (მემკვიდრეობით მოცემულს) და გარემო პირობების ურთიერთობის საკითხს ბ-ვის განვითარების პროცესში. ა. გ.-ს თანახმად ბ-ვის შინაგანი ძალების, უნარების განვითარება დამოკიდებულია შესაფერის გარემოზე, რომ ყოველ ასაკს თავისი სპეციფიკური ა. გ შეესატყვისება. მაგრამ „გარემოს“ ცნებაში ის გულისხმობს არა ყველა იმ გამღიზიანებელს, რ-იც ფიზ. გარემოშია მოცემული, არამედ მხოლოდ ისეთს, რ-იც შეესატყვისება ბ-ვის შინაგან ძალებს და წარმოადგენს განვითარების სტიმულსა და აუცილებელ პირობას.

ა. გ. ყალიბდება სოც. წრის მიერ და სოც. კულტურის საგანგებო მზრუნველობის საგანს შეადგენს. „ბ-ვის ძალთა განვითარება, ერთი მხრით, მასზე მოქმედ ა. გ-ზეა დამოკიდებული, ხოლო, მეორე მხრით, პირიქით, თვითონ ა. გ-ს შინაარსი ბ-ვის ძალთა განვითარების შესაძლებლობებით განისაზღვრება“ ( დ. უზნაძე).

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9