A E

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფსე ფსი

ფსიქასთენია

Gk. psychē სული, astheneia სისუსტე, უძლურება

ნევროზის ერთ–ერთი ფორმა /პირველად აღწერა პ. ჟანემ/. მის განვითარებაში ძირითადი მნიშვნელობა აქვს ნევროპათიურ და ფსიქოპათიურ პიროვნულ წყობას /მიდრეკილებებს/. ეგზოგენური ფაქტორებიდან დიდი მნიშვნელობის მქონეა აღზრდა და უარყოფითი მორალური ფაქტორების ზეგავლენა. უფრო ხშირაღ ავადდებიან თეორეტიკული აზროვნების, სუსტი ტიპის ად-ნები /პავლოვი/ 20–25 წლის ასაკში, მეტწილად მამაკაცები. პ. ჟანეს მიხედვით, ფ. ხასიათდება ინტელექტის სფეროში დიდი ეჭვიანობით, რ-იც წამებაში გადადის; ემოციის სფეროში - აკვიატებული შიშით;. ნებისყოფის სფეროშით გადაუწყვეტლობით. ნევრო-ფსიქიკური ნიშნები: მუდამ მძიმე და მშოთვარე გუნებაგანწყობა, საკუთარი პიროვნების უკმარობის გრძნობა, ემოციის დაქვეითება, გარემოსთან გაძნელებული შეგუებადობა, ფობიები. ავადმყოფობის მიმდინარეობა ტალღისებურია, ასაკის ზრდასთან ერთად აღწერილი სიმპტომები მკრთალიდება. მკურნალობის ქირითადი მეთოდი არის ფსიქოთერაპია, შრომის თერაპია, სომატური მკურნალობა, კურორტული მკურნალობა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9