A E

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფსე ფსი

ფსიქიკის დაავადებათა კლასიფიკაცია

ემყარება ნოზოლოგიურ პრინციპს. ყოველი დაავადება, როგორც დამოუკიდებელი ნოზოლოგიური ერთეული, მისი ეტიოლოგიის, პათოგენეზისა და კლინიკური სურათის ერთიანობის საფუძველზე გამოიყოფა. არსებობს ფს¬კური დაავადებანი, რომელთა ეტიოლოგია ან პათოგენეზი ჯერ კიდევ არაა დადგენილი. ასეთ შემთხვევაში დაავადების ნოზოლოგიური დამოუკიდებლობა კლინიკური სურათის ერთფეროვანი ხასიათით განისაზღვრება. ამჟამად მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით გამოყოფილია ფს–კურ დაავადებათა სამი ძირითადი კლასი: ფსიქოზები, მოსაზღვრე მდგომარეობანი და გონებრივი განუვითარებლობა ანუ ოლიგოფრენია. თითოეული კლასი მრავალ სახესა და ქვესახეს მოიცავს.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9