A E

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფსე ფსი

ფსიქიკის მოვლენათა კლასიფიკაცია

სინამდვილე, რ–აც ფს–გია შეისწავლის /ფსიქიკა/, მოვლენების გარკვეულ მრავალსახეობას წარმოადგენს, ამიტომ ისე, რ–რც სხვა მეცნიერებამ, ფს–გიამაც ფ. მ. კ. უნდა მოახდინოს, დაადგინოს ფს–კურ განცდათა განსხვავებული ჯგუფები. ფს-გიაში მიღებულია ძირითადად შემდეგი კლასიფიკაცია:

1. შემეცნებითი განცდები– შეგრძნება, აღქმა, წარმოდგენა, წარმოსახვა, ყურადღება, მეხსიერების პროცესები, აზროვნება, /ცნება, მსჯელობა, დასკვნა/.

2. გრძნობა–ემოცია: სიამოვნება–უსიამოვნება, სიხარული, იმედი, მწუხარება, შიში, რისხვა, შური, ეჭვი და სხვ.

3. ნებელობა–სურვილი, მისწრაფება, ნდომა, განზრახვა, გადაწყვეტილების მიღება. ის ნიშანი, რ–იც განცდათა ამ ჯგუფებს ერთმანეთისაგან გამოყოფს, არის განცდაში ასახული შინაარსის მეტ–ნაკლები ობიექტურობა ან სუბიექტურობა, ე. ი. ის თუ რაა განცდაში ასახული, ობიექტური თუ სუბიექტური სინამდვილე. მაგ:

ა. შემეცნებითი განცდებისათვის დამახასიათებელია ის, რომ მასში ობიექტური სინამდვილე განიცდება : შეგრძნება საგნის რაღაც თვისების განცდაა, რ–იც საგანს ახასიათებს; აღქმა–ობიექტური, კონკრეტული საგნის ასახვაა ცნობიერებაში; წარმოდგენა იმ საგნის განცდაა, რ-იც წარსულში აღგვიქვამს; აზროვნებაში განიცდება საგანთა შორის მიმართება, კავშირი /მსგავსება, იგივეობა, განსხვავება,მიზეზ–შედეგობრივი დამოკიდებულება.

ბ. გრძნობა–ემოციის ფს–კური მოვლენებისთვის პირველ რიგში დამახასიათებელია ის, რომ აქ საგნისადმი საკუთარი დამოკიდებულება, თავისი სუბიექტური მდგომარეობა განიცდება; ობიექტურ სინამდვილეზე აქ არაფერი მიუთითებს.

გ. ნებელობა საკუთარი აქტივობის სუბიექტური განცდაა.

ფს-კურ მოვლენათა კლასები /ჯგუფები/ არ არის ისე მკვეთრად ურთიერთისაგან გამიჯნული, რ–რც რომელიმე საბუნებისმეტყველო მეცნიერების საკვლევი მოვლენები /ბოტანიკაში, ზოოლოგიაში და სხვა/; სადაც მოვლენის რაიმე ნიშანი ან არის მოცემული ან – არ არის მოცემული ფს–კური განცდები რეალური ცხოვრების მიმდინარეობაში, ურთიერთანაა ერთ მთლიანობაში დაკავშირებული, მაგ., აზროვნებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული ნებელობის პროცესები: როცა ვაზროვნებთ, განზრახვაც გვაქვს, გარკვეული პრობლემა გადავჭრათ და, ამდენად, აზროვნებაში საკუთარ აქტივობასაც განვიცდით, იმავე დროს, იმის მიხედვით, წარმატებით მიმდინარეობს აზროვნების პროცესი თუ გაძნელებულად, სიამოვნების ან უსიამოვნების განცდებიც გვიჩნდება. ყველაფერი ეს იმის მაჩვენებელია, რომ კლასიფიკაციით დადგენილი ფს–კურ მოვლენათა ჯგუფები გონება, ნება, გრძნობა– სინაძდვილეში განცალკევებული და თავის არსში დახშული ფუნქციები კი არაა, არამედ ერთმანეთთან ერთ პროცესში თანაარსებული და თანამოქმედი მოვლენათა ჯგუფები ან კლასებია.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9