A E

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფსე ფსი

ფსიქიკური მოვლენა

ცნობიერების მოვლენა;.უშუალო გამოცდილებაში მოცემული განცდა; თან ახლავს ურეფლექსო ცოდნა თავისი არსებობის შესახებ. ასეთია მაგ., აღქმა, წარმოდგენა, აზროვნება, გრძნობები და სხვ.

ისტორიულად, ფს−კა, რ–რც სიცოცხლის ძირითადი ნიშანი, სულის სინონიმად აღიარა ძველმა ბერძნულმა აზროვნებამ და შესაბამისად ფს-კური მოვლენები სულის მოვლენებად მიიჩნია. მაგრამ, რადგან სული მან დამოუკიდებელ სუბსტანციად წარმოიდგინა, ამიტომ სულის მოვლენებიც, ე. ი. ფს–კურიც – იდეალისტურ–მეტაფიზიკური და რელიგიურ– სპირიტუალისტური განხილვის საგნად იქცა.

მე–18 — მე–19 ს. ს–ებიდან არსებითად შეიცვალა შეხედულება ცნება „სულის“ შინაარსის შესახებ და აქედან თვით ცნება – „ფსიქიკური მოვლენის" გაგებაც. ფს–კური ანუ სულიერი მოვლენები ემპირიულ მოვლენებად, გამოცდილებაში მოცემულ სინამდვილედ განცდებად იქნა აღიარებული, ასეთია მაგ., შეგრძნება: აღქმა, წარმოდგენა, აზროვნება, ემოციები, გრძნობები და სხვა ყველაფერი, რაც ცნობიერების მოვლენებად მიიჩნევა, რაც „ემპირიული ფსიქოლოგიის“ საგანს შეადგენს და სულის რელიგიურ– სპირიტუალისტურ –მეტაფიზიკურ გაგებას ეწინააღმდეგება. ერთი სიტყვით, ფს–კური მოვლენები ისეთი მოვლენებია, რ–ებიც ფიზ. მოვლენებისგან განსხვავებით სუბიექტურადაა მოცემული და ორგანიზმის გარემოსთან მიზანშეწონილ დამოკიდებულებას ემსახურება. /იხ. ემპირიული ფსიქოლოგია/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9