| | |
იგულისხმება ფს–კის შესწავლა ანალიზური მეთოდით. ფ-ს რ–რც მოძღვრებას საფუძველი ჩაუყარა ფსიქიატრმა ზიგმუნდ ფროიდმა /ვენა, 1856—1939/ ფსიქოგენური დარღვევების მკურნალობის მიზნით. შეიცავს:
1. არაცნობიერი ფს–კურის არსებობის იდეას, მის განმსაზღვრელ მნიშვ-ას და როლს სულიერი ცხოვრების მიმდინარეობაში.
2. ფს–კის ფენობრივი/სიღრმითი/ წყობის სტრუქტურულ–დინამიკური მოდელის თეორიას.
3. ფსიქოგენური დარღვევების გამოცნობის მეთოდიკას, ტექნიკას და მკურნალობას.
ნევროზების მკურნალობის იდეა პირველად შემოიღო ვენელმა ნევროლოგმა ი. ბროიერმა /1842−1925/, რ–იც ფიქრობდა, რომ ისტერია ტრავმული ან რაიმე აფექტური დატვირთვის შედეგია და მისი განკურნება შეიძლება კათარზისის მეთოდით /იხ. კათარზისი/. ამ მიზნით იგი, ფროიდთან ერთად, მკურნალობდა ისტერიულ დაავადებას ჰიპნოზით.
ი. ბროიერთან თანამშრომლობის დაწყებისას /1893/ ზ. ფროიდს უკვე ჰქონდა ისტერიის ჰიპნოზით მკურნალობის გამოცდილება და აქედან მოპოვებული თავისი თეორიის ორი მთავარი წანამძღვარი: ერთი - რომ ისტერია და სხვა ნევროზული დაავადებანი გამოწვეულია ფს–კური ფაქტორების მავნე ზეგავლენით და არა ნ. ს-ის ორგანული დაზიანებით. ეს შეხედულება მან შეიმუშავა ი. /ჟან/ მარტინ შარკოს ზეგავლენით /იხ. პარიზის სკოლა/. მეორე წანამძღვარი მან შეიძინა ნანცის სკოლაში/1989/, სადაც ჰ. ბერნჰაიმი ატარებდა ექსპ–ებს პოსტჰიპნოზურ შთაგონებაზე. აქ ფროიდის ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ჰიპნოტიზიორის ბრძანების თანახმად, პაციენტი ჰიპნოზში მიცემულ დავალებას ივიწყებდა /პოსტჰიპნოზური ამნეზია/, ხოლო თვით დავალებას ასრულებდა გარდაუვალი აუცილებლობით. ფროიდი დარწმუნდა, რომ პაციენტის ქცევას, ამ შემთხვევაში, ფს–კის განსაკუთრებული მექანიზმი არეგულირებდა, თანაც ცნობიერებისაგან დაფარულად, ამაში ის იმ ფაქტმა დაარწმუნა, რომ მოქმედება, რ–იც ჩვეულებრივ გონების თაოსნობით სრულდება, ახლა /პოსტჰიპნოზურ შთაგონებაში/ სრულდება არაცნობიერად და, მაშასადამე, რაც ჩვეულებრივ ცნობიერად სრულდება, შეიძლება, ზოგ პირობებში, ცნობიერი მოტივების გარეშე, გაუცნობიერებლადაც შესრულდეს. სწორედ ამ დაკვირვების საფუძველზე ფროიდს გაუჩნდა აზრი, რომ „არაცნობიერი ფს–კურის“ არსებობა უეჭველი ფაქტია, ისტერიის გამომწვევი მიზეზიც მისგან უნდა მომდინარეობდეს.
ი. ბროიერთან ერთხანს მუშაობის შემდეგ. ფროიდმა უარყო ისტერიის ჰიპნოზით მკურნალობა და საკუთარი მეთოდის შექმნის გზას დაადგა. ნევროზის გამომწვევ მიზეზს ის უკვე არაცნობიერში ეძებს და იწყებს მის შესწავლას.
მრავალი ემპირიული მასალის შესწავლის და ანალიზის შედეგად იგი მიდის იმ დასკვნამდე, რომ არაცნობიერი სამყარო ჩაკეტილი სამყაროა, რ–ის არარეალიზებული შინაარსები აქტიური ძალის შემცველი, ცნობიეი „მე“–სთვის მიუღებელი სექსუალური ლტოლვები და სურვილებია, რ–თა მოქმედებას გზა გადაკეტილი აქვს, ხოლო მოქმედების უნარი შერჩენილი; ამიტომ ისინი არ ცხრებიან თავისი რეალიზაციისკენ : ისწრაფვიან, მოქმედებენ შენიღბულად, სახეშეცვლილად, შემაწუხებლად, ცნობიერებას ეწინააღმდეგებიან და მუდამ კონფლიქტურ სიტუაციას უქმნიან სუბ–ს.
არაცნობიერის ეს რთული მექანიზმი, ფროიდის თეორიით, სუბ-ს სტრუქტურულ წყობაშია. პიროვნების ფენათა დინამიკურ ურთიერთმიმართებაშია თავიდან ჩადებული, ესენია: ცნობიერი „მე“ — ფენა, „ზე–მე“ ფენა, რ-იც აგრეთვე ცნობიერია. და „ იგი“ ფენა, რ-იც არაცნობიერია. ამ ფენათა ურთიერთთან კოორდინირებული თუ არაკოორდინირებული მუშაობა განსაზღვრავს ად–ნის სიცოცხლის მსვლელობას.
ფენათა შორის ინსტინქტებისა და ლიბიდოზურ ლტოლვათა შემცველი „იგი“ ფენაცაა. ამ ფენის მოქმედება ადრეული ბ–ვობიდან იწყება, გაივლის ორალურ, ანალურ, გენიტალურ ფაზებს, თვით ოიდიპოსკომპლექსის /იხ. ოიდიპოსკომპლექსი/ ფორმირების ეტაპს და მთელი თავისი ძალებით თავის რეალიზაციისკენ ისწრაფვის. მაგრამ ამ სწრაფვას წინ აღუდგება ცნობიერი „მე“ და გზავნის უკან ქვეცნობიერში. თვით „მე“ „ზე–მე“ -ს გავლენას განიცდის. „ზე–მე“ არის უმაღლესი ინსტანცია ფენათა შორის, იგი პიროვნების სოციალურად მიმართული „მე“–ა, მისი სინდისია. ეს ინსტანცია მორალურ-საზოგადოებრივ წარმოდგენებს განაგებს და უკარნახებს ცნობიერებას, თუ რ-ელის რეალიზება შეიძლება, მიუღებელს კი გზავნის უკან არაცნობიერში. გარდა განდევნისა ცნობიერებას აქვს კიდევ სხვა დაცვითი მექანიზმები /სუბლიმაცია, სუბსტი- ტუცია, კომპენსაცია, პროექცია, და სხვ./ ./იხ. დაცვითი მექანიზმები/. განდევნილი განცდები იჭრებიან ცნობიერებაში, როცა ცენზურა მოდუნებულია /ძილი, დაღლილობა/ და ასახავენ თავის განცდის ემოციერ სიტუაციას. ამიტომ სიზმარი, ფროიდის შეხედულებით არის განდევნილი განცდის via rigia /გზა სასახლისაკენ/, ეს იქნება მისი სუბლიმაციაში გადასვლა, შემოქმედებით საქმიანობაში ჩართვა და ნორმალური გზით სვლა.
რაც შეეხება ნევროზის მკურნალობას, ფროიდი იმ აზრისაა, რომ ექიმმა მიაგნოს განდევნილი განცდის შინაარსს, ამოიყვანოს ის ცნობიერების ზედაპირზე და კვლავ განაცდევინოს თერაპიის მიზნით /კათარსისი/ ეს სიღრმეში დაფარული განცდა.
თავისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში ფროიდმა სიცოცხლის მამოძრავებელი ძალის ლიბიდოს გვერდით, რ~იც „სიცოცხლისადმი სწრაფვას“, "ეროსს" ასახავს, შემოიტანა მეორე მისი საწინ. ძალაც - „სიკვდილისადმი სწრაფვა“, „თანატოსის“ იდეა, რ–იც ად–ნის აგრესიულობაში ვლინდება და სიცოცხლის განადგურებისკენაა მიმართული. „თანატოსის“, დესტრუქციის, აგრესიის იდეამ თავიდანვე ვერ პოვა აღიარება.
ფროიდის თეორიას მიმდევრები და დამცველები ბევრი ჰყავდა, მაგრამ ბევრი ჰყავდა კრიტიკულად განწყობილიც. განსაკუთრებულ კრიტიკას თანატოსისა და პანსექსუალიზმის იდეა იწვევდა. თანდათან მისი პირველი მოწაფეებისაგან / ა. ადლერი, კ. გ. იუნგი, ე. ბლოილერი, შტეკელი/ ზოგიერთმა საკუთარი მიმართულება შექმნა /ადლერმა „ინდივიდუალური ფს–გია," იუნგმა „ანალიზური ფს–გია“/. ანა ფროიდიც, /ზ. ფროიდის ქალიშვილი/ კრიტიკულად აფასებს ფროიდიზმის ღრმა ბიოლოგიურ ხასიათს და ლიბიდოს უნივერიზაციას. კლასიკური ფროიდიზმის პრინციპების რევიზიის შედეგად შეიქმნა ე. წ. ნეოფსიქოანალიზის მიმდინარეობა, განსაკუთრებით ამერიკაში /კ. ჰორნი, გ. მარკუზე, ს. სულივანი, გ. ჰარტმანი. ე. ფრომი და სხვ. /ნეობიჰევიორიზმი არაცნობიერის იდეას არ უარყოფს, მაგრამ არ ეთანხმება ორთოდოქსულ ფროიდიზმს ფს¬კური ცხოვრების ბიოლოგიური ფაქტორებით დასაბუთებასა და ლიბიდოს მნიშვნელობის გააბსოლუტებაში. ად-ნის სულიერი ცხოვრების მაორგანიზებელ პრინციპად მას სოციალური ფაქტორიც შემოყავს.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |