A E

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფსე ფსი

ფსიქოგალვანური რეფლექსი ანუ კანის ფსიქოგალვანური რეფლექსი

ეწოდება ადამიანისა და ცხოველის კანის ნორმალური ელექტრ გამტარობის მკვეთრ შეცვლას.

კანის სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა გამღიზიანებლის კანზე ზემოქმედების შედეგად, ელექტრო–პოტენციალის ცვლილება სხვადასხვაა. კანის აღნიშნულ რეაქტიულობას იწვევს აგრეთვე სუბ–ის ზოგი ფს–კური მდგომარეობა : · ემოცია, აზროვნება და სხვა. ფიქრობენ, რომ აღნიშნული ფენომენი არის ორგანიზმის საერთო ვეგეტატიურის რეაქცია; . უშუალოდ კი მის რეგულაციას ახდენს სიმპათიკური ნ. ს-ის ზემოქმედება საოფლე ჯირკვალზე. ეს ფენომენი, რ–რც ელექტრო–პოტენციალთა სხვაობა, პირველად აღწერა ფიზიოლოგმა ივანე თარხნიშვილმა /1889/, ხოლო, როგორც კანის წინააღმდეგობის ცვლილება აღწერა გ. ფერემ /1888/. შემდეგ /1904—1905 წწ/ ო. ვერაგუტმა უწოდა მას „ფსიქოგალვანური რეფლექსი".

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9