| | |
ბ-ვის ფს-გიაში ცნობილია ბ-ვის განვითარების პერიოდებად დაყოფის რამდენიმე ცდა. ზოგი ავტორი (მაგ, შტრაცი) პერიოდიზაციის საფუძვლად იღებს ფიზ. ორგანიზმის ზრდის ფაქტორებს და გამოყოფს ოთხ ძირითად პერიოდს:
1. ძუძუს ხანა ერთ წლამდე.
2. ნეიტრალური, „ უსქესო“ ბ- ვობის ხანა – 7 წლამდე.
3. მეორე ბ-ვობის ხანა — სქესობრივ მომწიფებამდე.
4. სქესობრივი მომწიფების, პუბერტატის ხანა.
პ. ბლონსკი ა. გ-ის პერიოდიზაციას საფუძვლად უდებს კბილების ამოსვლას და ცვლას:
1. ბ-ვის მუცლად ყოფნის პერიოდი.
2. უკბილო ბ-ვობის პერიოდი; ერთ წლამდე.
3. სარძევე კბილების ხანა-7 წლამდე.
4. მუდმივი კბილების ხანა.
შტერნი ორ დიდ პერიოდს განასხვავებს: ბ-ვობის ხანას პუბერტატამდე და პუბერტატის ხანას. ცალმხრივ პრინციპზე, მხოლოდ ფიზ. ნიშანზე აგებული პერიოდიზაციები ვერ იძლევა ფს–კური განვითარების სრულ სურათს. საქმის ვითარებას უფრო ასახავს დ. უზნაძის მიერ დადგენილი კლასიფიკაცია, რ-იც ემყარება ბიოლოგიურ და სოც. ფაქტორთა ერთიანობის პრინციპს. ამ პრინციპის მიხედვით მან გამოჰყო:
1. ბ-ვის „დედის მუცლად ყოფნის“ ხსნა – ჩასახვის მომენტიდან დაბადებამდე.
2. ახალდაბადებულობის ხსნა — დაბადებიდან ერთი-ორი თვე.
3. ძუძუს ბ-ვობის ხანა – მესამე თავიდან მეორე წლამდე.
4. სკოლის წინარე ასაკის წინა პერიოდი-2 წლიდან 4 წლამდე.
5. სკოლის წინარე ასაკი – 4 წ-დან –7 წლამდე.
6. პირველი სასკოლო ასაკი – 7 – 12 წლამდე.
7. მეორე სასკოლო ასაკი - 12-17 წ-ამდე.
ფს-გიაში მიღებულია აგრეთვე დაყოფა: 10-დან 12 წ-მდე პრეპუბერტატული პერიოდი, 12-17 წ-მდე პუბერტატული პერიოდი, და 16−22 წ-მდე ადოლესცენცი (იხ). ამის შემდეგ იწყება მოწიფულობის (დავაჟკაცების) ხანა, როცა ყველა ფსიქო-ფიზ. ფუნქციის განვითარება ოპტიმალურ დონეზე იმყოფება.
მოწიფულობა გრძელდება დიდხანს, დაკავებული აქვს ად-ნის მთელი შემოქმედებითი პერიოდი, გაივლის სიჭარმაგის ხანას და თანდათან გადადის თვისობრივ ახალ პერიოდში-სიბერეში, სადაც იწყება და მიმდინარეობს განვითარების საპირ. პროცესი – უკუგანვითარება, ინვოლუცია.
ბ- ვის ყოველი ასაკობრივი პერიოდი განვითარების თავისებურ ეტაპს წარმოადგენს, რ-რც მიღწევათა რაოდენობრივი მაჩვენებლით, ისე დიფერენციულ თვისობრივი ნიშნების მიხეღვით. განვითარების თითოეული პერიოდისათვის დამახ. ქცევის გარკვეული ფორმა, რ-იც დომინანტობს ამ პერიოდში სხვა ქცევაზე და გამოხატავს ბ-ვის თავისებურ დამოკიდებულებას გარემოსთან. ა. გ-ის ყოველი პერიოდი ფს-კურ მოვლენებზე დაკვირვება–ექსპერიმენტისა და პედ. დაკვირვების საფუძველზე დადგენილი მეც. ცნებაა, რ-იც ბ-ვის ასაკობრივ შესაძლებლობას ითვალისწინებს. ცნობილია, რომ ქართული ენა შეიცავს ბ-ვის განვითარების პერიოდების აღმნიშვნელ სიტყვებს. ასეთია: ჩვილი, ყრმა, მოზარდი, ყმაწვილი, ჭაბუკი, ახალგაზრდა, მოწიფული და სხვა. მაგრამ განვითარების მეცნ-ად დადგენილი პერიოდის აღსანიშნავად ეს სიტყვები გამოუსადეგარია, რადგან მათ ყოველდღიურ მეტყველებაში და მწერლობაში იყენებენ სულ სხვადასხვა პერიოდის აღსანიშნავად. ამიტომ ისინი არ ასახავენ განვითარების პერიოდებს, რ-რც ურთიერთისაგან გამოდიფერენცირებულ საფეხურებს.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |