სუბ–ის, რ-რც ცალკეულ ნიშან-თვისებათა, ისე მთლიან-პიროვნული ექსპერული შემოწმების მონაცემების გრაფიკული გამოსახვა. წარმოადგენს დიფერენციული ფს–გიის ერთ–ერთ პრობლემას მის ამოცანას შეადგენს ად–ნის ინდივიდუუმის რაც შეიძლება ზუსტი და სრული დახასიათება პიროვნების შესწავლის მიზნით. ამისათვის აუცილებელია შემოწმდეს ინდივიდუუმის დამახ. ნიშან–თვისებები, ხასიათის თავისებურებანი, ტემპერამენტი, განწყობები, მისწრაფებები, საზოგადოებრივი და პირადი იდეალები, საქმიანობა, ინტელექტუალურ–ნებელობითი სფერო და სხვა. აღნიშნული ფს–გიური მასალის შეგროვებისთვის იყენებენ, რ–რც ცალკე ფუნქციათა გაზომვის ფსიქომეტრიულ მეთოდს /იხ. ფსიქომეტრია/, ისე მთლიანი პიროვნების შემოწმების ფსიქო–დიაგნოსტიკურ მეთოდებს /პროექციული მეთოდი, რორშახის ტესტი, თემატიკური აპერცეფციის ტესტი, განწყობის ტესტი და სხვ/. გათვალისწინებულ უნდა იქნეს, აგრეთვე, ინდვიდუუმის შემოქმედებითი ნიმუშები, ნაწერები, პირადი ჩვენებები, სხვისი ნაამბობი, ბიოგრაფიული მონაცემები. საბოლოო მიზანია შეგროვილი მასალის სინთეზის საფუძველზე პიროვნების ფსიქიკის სტატუსის დადგენა. ფს–გიური პორტრეტის ჩამოყალიბება; სუბ–ის ასეთ მთლიან–პიროვნულ შეფასების გრაფიკულ ასახვას ფ. ეწოდება.