A E

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფსე ფსი

ფსიქოდიაგნოსტიკა

Gk. diagnosis

ად¬ნის ფს−კური ფუნქციების /მოვლენების, ნიშნების, თვისებების, უნარების, ნიჭის და სხვ./ გამოკვლევის და გაზომვის საფუძველზე შეფასება და დადგენა იმისა, თუ რ–რია სუბ–ის ძალები და შესაძლებლობანი, რა მიღწევებს შეიძლება მისგან ცხოვრებაში მოველოდეთ. ფ–ის მიზანია დასვას დიაგნოზი, ე. ი. გაარკვიოს /გამოიცნოს/ ინდივიდის რ-რც ცალკე ფუნქციათა სახე /ტიპი/ და ხარისხი, ისე დაადგინოს მისი მთლიან–პიროვნული სტატუსი და ამის საფუძველზე ივარაუდოს, თუ რა მიღწევებს შეიძლება მოველოდეთ ამ ძალების რეალიზაციის შედეგად ცხოვრების ოპტიმალურ პირობებში. ცნობების შეგროვებისათვის ფ. სარგებლობს პიროვნების შესამოწმებლად არსებული მეთოდებით, ასეთია:ბიოგრაფიული მეთოდი, დაკვირვება, ექსპლორაცია, გამომხატველი მოძრაობის მეთოდი, ტესტი, პროექციის მეთოდი და სხვა.

ფ. გამოიყენება პედაგოგიკაში, შრომის ფს–გიაში, პროფესიული ორიენტაციის მიზნით, სამედიცინო პრაქტიკაში და, საზოგადოდ, ყეელა იმ შემთხვევაში, როცა პიროვნების ძალის და უნარის ცოდნას რაიმე პრაქტიკული ან თეორიული მნიშვნელობა აქვს.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9