| | |
ფს–კური ზემოქმედება მკურნალობის მიზნით. ფ–ის რამდენიმე მეთოდი არსებობს:
1. ზოგადი ფ. -ფს–კურ ზემოქმედებათა კომპლექსი, რ–იც მოწოდებულია შეუქმნას ავად–ფს ფს–კაზე კეთილმოქმედი გარემო, გააძლიეროს დაავადებასთან ბრძოლის უნარი.
2. სპეციალური ფ. –ფს¬კურ ზემოქმედებათა სისტემა, მიმართულია ავად–ის მკურნალობისაკენ; მიზნად ისახავს ავად–ური მოვლენების აღკვეთას, საკუთარი თავის, საკუთარი მდგომარეობისა და გარემოს მიმართ ავად–ის დამოკიდებულების შეცვლას.
განასხვავებენ ფ–ის ძირითად მეთოდს: ფ. ფხიზელ მდგომარეობაში და ჰიპნოთერაპიას.
ფ. ფხიზელ მდგომარეობაში იყენებს შემდეგ მეთოდებს:
1. რაციონალური ფ. – პათოლოგიური სიმპტომების განვითარების მიზეზების ახსნა — განმარტება ავად—სათვის.
2. ფსიქოანალიზური მეთოდი ემყარება ფროიდის თეორიას და მკურნალობის მიზნად მიაჩნია განდევნილი განცდის გაცნობიერება ავად–სათვის. მიმართავს თავისუფალი ასოციაციის მეთოდს, ავად–ის სიზმრებისა და შეცდომების ანალიზსა და ახსნას.
3. ფუნქციური წვრთნა — ავად-ის მუდმივი ვარჯიში ისეთი ფუნქციური დარღვევების დაძლევის მიზნით, რ–რიცაა ფობიები, ისტერიული პარეზები, ისტერიული მუტიზმი და სხვა.
4. აუტოგენური წვრთნა თვითშთაგონება სრული მოდუნებისა და მსუბუქი თვლემის მდგომარეობაში, რ-იც ექიმის დახმარებით მიიღწევა; მიზნად ისახავს შეუმუშავოს ავად–ფს საკუთარი ქცევის, განცდის, გუნება-განწყობილების რეგულაციის უნარი.
5. ჯგუფური ფ. ფ–პიული საუბრებისა და შთაგონების სეანსების ჩატარება ავად–თა გარკვეულ ჯგუფთან.
ჰიპნოთერაპია: ავად–ფის გადაყვანა ისეთ ძილისმაგვარ მდგომარეობაში, როცა ექიმთან კონტაქტი ნაწილობრივ შენარჩუნებულია /ე. წ. რაპორტი/ ჰიპნოზი იძლევა მეხსიერებიდან განდევნილი ტრავმის განცდის საშუალებას /კათარსისი /. ფ-ის მეთოდებს იყენებენ ნერვულ–ფსიქი-კური დარღვევების მკურნალობისას.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |