A E

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფსე ფსი

ფსიქოლოგია

Gk. psychē სული, logos – მოძღვრება, მეცნიერება

სიტყვასიტყვით: მეცნიერება „სულის“ შესახებ თანამედროვე გაგებით. ფს. არის „მეცნიერება, რ–იც იკვლევს ცნობიერების მოვლენებს /განცდებს/ და მდგომარეობებს, მის მოქმედებებს და წარმოშობის მიზეზებს" /ჰ. რორახერი/. ფსიქოლოგიის კვლევის საგანია „ჩვენი განცდები ჩვენი გრძნობები და წარმოდგენები, ჩვენი აზრები და სურვილები... ე. ი . ფსიქიკური მოვლენები..... ფსიქიკური, როგორც ობიექტურთან ერთიანობაში მყოფი სინამდვილე " /დ. უზნაძე/.

ისტორიულად ფს–კური მოვლენების, რ–რც „სულის“ გამოვლენის განხილვა არ დაწყებულა სიტყვა „ფსიქოლოგიის“ გაჩენასთან ერთად, სული თავიდან იყო ანტიკური ფილოსოფიის მსჯელობის საგანი: „სული“ ესმოდათ, რ¬რც სიცოცხლის პრინციპი და სუბსტანცია /თალეს მილეთელი, ჰერაკლიტე, პითაგორელები, ელეატები, ანაქსაგორა, ემპედოკლი, დემოკრიტე, ჰიპოკრატე, სოკრატე, პლატონი, არისტოტელე, ეპიკურელები/. ჰიპოკრატემ /460-377/ დაამუშავა ტემპერამენტის ტიპები /იხ. ტემპერამენტი/, რ-აც დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა; ცნობილია არისტოტელეს /384–322/ სისტემატური თხზულებაც „სულის შესახებ“ /Teri psycles/ სადაც „სული“ თუმცა განხილულია, რ–რც სიცოცხლისა და სხეულის პრინციპი ანუ ენტელექია/იხ/, მაგრამ ლაპარაკია აგრეთვე ემპირიულ ფაქტებზეც – წარმოდგენათა ასოციაციის კანონებზე და სულიერ მოვლენათა კლასიფიკაციაზე.

მიუხედავად ზოგი ემპირიულად ღირებული ფაქტის დადგენისა, ანტიკური ფს–გია არსებითად სპეკულატურ-ფილოსოფიური წანამძღვრებიდან გამოდიოდა, ამიტომ იგი მეტაფიზიკური ფს–გიის სახელითაა ცნობილი და, რა თქმა უნდა, მეცნიერულ ფს-გიას არ წარმოადგენს.

ფიქრობენ, რომ სიტყვა „ფსიქოლოგია“ პირველად იხმარა, თავის ლექციაში, ფილიპე მელანქტონმა /1497—1560/. ზოგი ფს–ლოგი ამას არ ეთანხმება /მაგ., ლ. ვიგოტსკი, და უზნაძე/. ბეჭდვით სიტყვაში სიტყვა „ფსიქოლოგია" პირველად გამოიყენა რუდოლფ გოკლენიუსმა /1590/, ხოლო ქ. ვოლფმა /1679-1754/ თავისი ნაწერებით ის ფართოდ გაავრცელა. ახალ ფილოსოფიაში რა დეკარტმა / 1596–1650/ პირველად დააშორა ფსიქიკური და ფიზიკური ერთმანეთს და დუალისტურ კონცეფციას მისცა დასაბამი. მან ფს-კურის ატრიბუტად აზროვნება /ცნობიერება/ აღიარა, რ–იც არ არის განფენილი, ხოლო ფიზიკურის ატრიბუტად განფენილობა მიიჩნია, რ–იც მოკლებულია ცნობიერებას. გ. ლაიბნიცმა /1646 - 1716/ პირველმა ილაპარაკა მცირე აღქმის / Petites Perceptions/ შესახებთ. მანვე შემოიტანა აპერცეფციის, რ–რც ცნობიერი აღქმის ცნება. ორივე /დეკარტეცა და ლაიბნიციც/ იდეალისტური ფილოს–ის წარმომადგენლები არიან და მათი ფს–გიური კონცეფცია მეცნიერულ ემპირიულ ფს–გიას არ განეკუთვნება; მაგრამ მათ მიერ შემოტანილ ცნებებს მნიშვნელობა ჰქონდა ფს–გიური მეცნიერების განვითარების პროცესში. ი. ტეტენსი /1736—1807/ ავითარებდა ემპირიული ფს–გიის და თვითდაკვირვების მეთოდის თვალსაზრისს, კარლ–გუსტავ კარუსი /1789—1869/ წერდა ადამიანის გრძნობებზე, დაამუშავა ფიზიოგნომიკის საკითხები, რ–იც შემდეგ ლუდვიგ კლაგესმა /1872—1956/ გააგრძელა.ვარები არიან ცნობილი: იოჰანეს მიულერი /1801 −1858/, დაადგინა: „ გრძნების ორგანოთა სპეციფიკური ენერგიის კანონი“: ერნესტ ვებერი /1795 – 1878/ _ პირველმა იკვლია გაღიზიანების ზღურბლი, დაადგინა ფსიქო–ფიზიკის ძირითადი კანონი /იხ. ფსიქო–ფიზიკა, ვებერის კანონი/, -იც გაღიზიანებასა და შეგრძნებას შორის არსებულ მიმართებას გამოხა- ტავს; გ. ფეხნერმა /1801 1887/ – ვებერის კანონს მათემატიკური გა- მოხატულება მისცა /იხ. ფეხნერის კანონი/, მან ფს–გიაში მათემატიკის პრინციპი შეიტანა; ჰ. ჰელმჰოლცი / 821 −1894/, სპეციალობით ფიზიკო- სი და ფიზიოლოგი, „ენერგიის შენახვის“ დასაბუთების ავტორი, დაამუ - შავა მხედველობითი და სმენითი შეგრძნებების საკითხები /იხ. ფერთა შე- გრძნების წარმოშობის პირობები/;,ე. ჰერინგი /1834 −1918/ → მუშაობდა ფსიქი- ფიზიოლოგიაში, საყოველთაოდ ცნობილია ფერთა შეგრძნების მი- სი თეორია; .იგი ექსპერიმენტული ფიზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის პირ - ველი მკვლევართაგანია. ყველა აღნიშნული ფსიქო–ფიზიკური და ფსიქო- ფიზიოლოგიურ გამოკვლევა ემპირიული ფს–გიის პირველი ნაბიჯია.ასოციაციური ფს–გიის წარმოშობისა და განვითარებისთვის მნიშვნელობა ჰქონდა ინგლისელი სენსუალისტების ემპირისტულ პოზიციას /ი. ლოკი, დ. იუმი, ჯემს მილი, ი. სტიუარტ მილი, ა. ბენი და სხვ./. იგივე ითქმის ფრანგ მატერიალისტებზე. ერთი სიტყვით, ჰუმანისტური, მატერიალისტური და სენსუალისტური შეხედულებებისა და მერე მე-18 ს–ის ბუნებისმეტყველური აზროვნების და, კერძოდ, ნ. ს–ის კვლევის მეცნიერული წარმატება იყო ის საფუძველი, საიდანაც წარმოიშვა ფს–გია, როგორც ემპირიული მეცნიერება. /იხ. ემპირიული ფსიქოლოგია/.

მე–19 ს-ის პირველი ნახევრის მიწურულს მკვლევართა ყურადღების ცენტრში დგას:

1. გრძნობათა ორგანოების ფიზიოლ.

2. გაღიზიანებასა და შეგრძნებას შორის არსებული კანონზომიერების დადგენა, ამ ფსი-ქო–ფიზიკური კვლევის მიმართულებით პირველი პერიოდის შემდეგი მკვლევარები არიან ცნობილი: იოჰანეს მიულერი /1801−1858/, დაადგინა: „ გრძნების ორგანოთა სპეციფიკური ენერგიის კანონი“; ერნესტ ვებერი /1795–1878/ პირველმა იკვლია გაღიზიანების ზღურბლი, დაადგინა ფსიქო–ფიზიკის ძირითადი კანონი /იხ. ფსიქოფიზიკა, ვებერის კანონი/, რ-იც გაღიზიანებასა და შეგრძნებას შორის არსებულ მიმართებას გამოხატავს; გ. ფეხნერმა /1801 1887/ – ვებერის კანონს მათემატიკური გამოხატულება მისცა /იხ. ფეხნერის კანონი/, მან ფს–გიაში მათემატიკის პრინციპი შეიტანა; ჰ. ჰელმჰოლცი /1821 −1894/, სპეციალობით ფიზიკოსი და ფიზიოლოგი, „ენერგიის შენახვის“ დასაბუთების ავტორი, დაამუშავა მხედველობითი და სმენითი შეგრძნებების საკითხები /იხ. ფერთა შეგრძნების წარმოშობის პირობები/; ე. ჰერინგი /1834 −1918/ მუშაობდა ფსიქი-ფიზიოლოგიაში, საყოველთაოდ ცნობილია ფერთა შეგრძნების მისი თეორია; იგი ექსპერიმენტული ფიზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის პირველი მკვლევართაგანია. ყველა აღნიშნული ფსიქო–ფიზიკური და ფსიქო- ფიზიოლოგიურ გამოკვლევა ემპირიული ფს–გიის პირველი ნაბიჯია.

მე–19 ს–ის პირველ ნახევარში დიდი გავლენით სარგებლობდა, განსაკუთრებით პედაგოგიკაში, იოჰან –ფრიდრიხ ჰერბარტის /1776 —1841/ ასოციაციური ფს–გიის თეორია. მისი შეხედულებით, ად–ის მთელი სულიერი ცხოვრება წარმოდგენებისაგან შედგება. წარმოდგენები ერთმანეთს უკავშირდებიან, ეცილებიან, დევნიან, ცვლიან ძველ წარმოდგენასთან აპერცეფციის საფუძველზე. ჰერბარტთ ცდილობდა წარმოდგენათა მოძრაობის მექანიკა მათემატიკური ფორმულებით გამოესახა.

ფს–ის, რ–რც ექსპერ.-ემპირიული მეცნიერების მამამთავრად მაინც ვ. ვუნდტი (1832 —1920) ითვლება. მის ორტომიან ნაშრომში /„ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის საფუძვლები“/ თავმოყრილია და სისტემაშია მოყვანილი, რ–რც მანამდე არსებული ფსიქო–ფიზიკური მასალა ისე - მისი საკუთარი კვლევის შედეგები. 1875 წელს /მეორე ცნობით 1879 წ–ს/ მან ლაიფციგში დაარსა მსოფლიოში პირველი ფს–გიური ლაბორატორია, მისმა მოწაფეებმა დააარსეს შემდეგ ასეთი ლაბორატორია თავის ქვეყანაში, /საქართველოში ფს–გიური ლაბორატორია დააარსა დ. უზნაძემ 1918 წელს, თბილისის „სამასწავლებლო ინსტიტუტთან“. 1919 წელს, იგი გადასცა სახ. უნივერსიტეტს/. ექსპერ. ფს–ს ვუნდტმა თავის ლაბორატორიაში ჩაუყარა საფუძველი. ვუნდტის მიერ წარმოდგენილი ფ., თუმცა ასოციაციური ფს-ის მიმდინარეობად ითვლება, მაგრამ ზოგი მისი დებულება /შეიძლება ითქვას ძირითადი/ მკვეთრად ეწინააღმდეგება ასოციაციური ფს–ის პრინ- ციპებს. მაგ., ასეთია მისი „აქტუალობის თეორია", /იხ./. „ცნობიერების შემოქმედებითი სინთეზის პრინციპი“ "აპერცეფციის“ გაგება, რ–რც აზროვნების მაორგანიზებელი აქტიური მომენტისა /იხ. აპერცეფცია, აპერცეფციული ფსიქოლოგია/.

უკვე 1885 წ–ს ჰ. ებინგჰაუსი /1850-1909/ აქვეყნებს ექსპერ. გამოკვლევას მეხსიერების შესახებ, /იხ. დასწავლის კვლევის მეთოდები/. ამრიგად, ექსპ. მეთოდი თანდათან გადაიზარდა ფსიქო–ფიზიკიდან ფს–გიური საკითხების კვლევაში და ფს–გიურ მეცნ–ში ექსპ–ტს მტკიცე საფუძველი ჩაეყარა. ფს–გიური მეცნ–ის შემდეგი განვითარება ექსპ–ის გზით წარიმართა. ფს–გიას დღეს „ექსპერიმენტული“ ფს-გია ეწოდება.

მე- 18 და მე — 19 ს–ში ბუნებისმეტყველურად ორიენტირებული ფს. რ–იც ფს–კის ელემენტების ძიებისკენ იყო მიმართული და ფს−კას ამ ელემენტების ასოციაციური კავშირისაგან აგებდა - ატომისტიკურ ანუ ასოციაციურ ფს–გიად არის ცნობილი, მას აგრეთვე ახსნით ფს–გია უწოდებენ.

მე–20 ს–ის დამდეგიდან აშშ–ში ჩაისახა მიმართულება „ბიჰევიორიზმი“, რომლის კვლევის საგანს შეადგენდა არა განცდები, ფს–კური მოვლენები, არამედ ის, რაც თვალსაჩინოდ არის მოცემული, რისი ობიექტური დაკვირვება და აღრიცხვა შეიძლება, ასეთია ქცევა, რეაქცია, მიღწევები. არსებითად ამავე პოზიციიდან წარმოიშვა რუსეთში რეფლექსოლოგია /ი. ბენტერევი/, ი. პავლოვის მოძღვრება პირობითი რეფლექსების შესახებ /იხ. ობიექტური ფსიქოლოგია, პირობითი რეფლექსი, ბიჰევიორიზმი/.

მე–18 და მე–19 ს-ში ბუნებისმეტყველურად ორიენტირებული ფს–გია, წინააღმდეგო მიმდინარეობა – აღწერითი /იხ. დესკრიფციული ფსიქოლოგია/ და მის საფუძველზე განვითარდა გონის მეცნიერული ფს-გია/იხ. გონითა მეცნიერული ფსიქოლოფია/, წარმომადგენლები არიან ფ. ბრენტანო, ვ. დილთაი, ე. შპრანგერი და სხვ. აღწერითმა ფს-მ ახსნითი ფს–ის ატომისტიკურ–ასოციაციურ მიმდინარეობას დაუპირისპირა ფს–კურ მოვლენათა მთლიანობის და ერთიანობის იდეა. ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა ე. წ. „ვიურცბურგის სკოლა" /იხ. ვიურცბურგის სკოლა/ წარმომადგენლები ო. კიულპე, ნ. ახი, კ. ბიულერი, კ. მარბე, ჰ. ვატი, ო. ზელცი და სხვ., რ-იც აგრეთვე მკვეთრ წინააღმდეგობაში დადგა ასოციაციურ ფს–გიის მიმდინარეობასთან. ამ სკოლის კვლევის საგანი მაღალ–ფს- კური პროცესები იყო. „სისტემატური თვითდაკვირვების მეთოდით“ კვლევის შედეგად ვიურცბურგის სკოლამ წამოაყენა შემდეგი კონკრეტული დებულებები:

ა. აზროვნების პროცესები შეიცავს „არათვალსაჩინო განცდებს“ - აზრს, ცოდნას;

ბ. აზროვნების მოქმედების განმსაზღვრელია დეტერმინაციის ტენდენცია /იხ./ აზროვნების წინაშე დასმული ამოცანის სახით

გ. აზროვნება ინტენციონალური აქტია. ვიურცბურგის სკოლამ აგრეთვე დაამტკიცა, წინააღმდეგ ვუნდტის შეხედულებისა, რომ ექსპერიმენტის გამოყენება მაღალ, რთულ ფს–კურ მოვლენათა კვლევის მიზნით, არათუ შესაძლებელია, არამედ ეფექტური საშუალებაცაა. ორივე მიმდინარეობა /აღწერითი ფს. და ვიურცბურგის სკოლა/ წინააღმდეგ ასოციაციური ფს-ის მიმდინარეობისა, ფს−კურ მოვლენებს განიხილავს, როგორც მთლიან კვალიტეტებს.

ფს. კურის მთლიანობითი გაგება, განსაკუთრებით განავითარეს, თუმცა თავისებური პოზიციიდან, გეშტალტფსიქოლოგიის მიმდევრებმა /იხ. გეშტალტთეორია, ბერლინის სკოლა,ავსტრიის სკოლა/. გემტალტფსიქოლოგიის მიმდინარეობას საფუძველი ჩაეყარა 1912 წ. მაქს კერთჰაიმერის /1880-1943/ შრომით: „სტრობოსკოპული მხედველობის შესახებ". პირველად ფს–კურ სინამდვილედ გეშტ. ფს-იის მიერ აღიარებულ იქნა განცდები, რ-რც მთლიანი სტრუქტურები, გეშტალტები, ხოლო ფს-კურ ელემენტს განიხილავდნენ ამ მთლიანის ანალიზის შედეგად ნაწარმოებ რომელობად. განცდის მთლიანობით პრინციპს იზიარებენ აგრეთვე არაგეშტალტისიქოლოგიის მიმდევრებიც, მაგ., ვ. შტერნი, ლაიფციგის სკოლის წარმომადგენლები. მათ შემოიტანეს ახსნითი ცნება „დისპოზიცია“ /ვ. შტერნი და სხვები/.

მნიშვნელოვან მიმდინარეობად ითვლება გამოკვლევები „ხასიათის შესახებ" ილიუს ბანზენი /1830 —1881/, ლუდეიგ კაგესი /1872 —1956/ და სხვა.

არაცნობიერი ფს−კური იდეის შემოტანამ ფს–გიაში /ზ. ფროიდი/ გააფართოვა ფს–გიური კვლევის ჰორიზონტი. მის ბაზაზე წარმოიშვა და განვითარდა სიღრმითი ფს–გია, ფსიქოთერაპია, ფსიქოპათოლოგია. მან ხელი შეუწყო სამედიცინო ფს–გიის განვითარებას. ფს–გიური მეცნიერების განვითარებისათვის მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს მოძღვრება სხეულის აგებულების ტიპების შესახებ/იხ. სხეულის აგებულების ტიპები, „კონსტიტუცია“/.

1930 წლიდან საფუძველი ჩაეყარა ერთ–ერთ ძირითად მიმდინარეობას ფს–გიაში, ე. წ. პერსონალისტურ ფს–გიას /ვ. შტერნი/. მისი კვლევის საგანია ადამიანის პიროვნება მთელი თავისი ინდივიდუალური ფირმით და სოციალური მიმართებებით. ამ პერიოდისათვის ფს–გიაში უკვე შემოსულია და დამკვიდრებული ცნებები: დისპოზიცია, უნარი, სტრუქტურა, კონსტიტუცია, მრავლიანობათა ერთიანობა, სიღრმითი ფს–გია, ინდივიდუალობა, ტიპურობა, მთლიანობა, „ხასიათი“ და სხვ.

ფს–გიურმა მეცნიერებამ 1930 წლიდან თავისი განვითარების ისეთ მაღალ დონეს მიაღწია, რომ უკვე არ ეტევა ერთი ფს–გიის ფარგლებში და ვითარდება ფს-გიის სხვადასხვა დარგი, რ-რც თეორიული, ისე – გამოყენებითი /პრაქტიკული/ ფს–გიის მიმართულებით.

თეორიული ფს–გიის მთავარი დარგებია – ზოგადი ფს–გია, ბავშვის ფს–გია, დიფერენციული ფს–გია, ახალგაზრდობის ფს–გია, სოციალური ფს–გია, ზოოფსიქოლოგია, კრიმინალური ფს-გია, პიროვნების ფს-გია /პერსონალისტიკა/, პათოფსიქოლოგია, ფიზიოლოგიური ფს–გია და სხვ.

გამოყენებითი ფს–გიის დარგებია – პედაგოგიური ფსიქოლოგია, ინდუსტრიული ფსიქოლოგია, სამხედრო ფსიქოლოგია, სამედიცინო ფსიქოლოგია, სპორტის ფსიქოლოგია /იხ. / და სხვ.

1863 წ-ს რუსეთში გამოქვეყნდა ი. სეჩენოვის /1849-1905/ გამოკვლევა „თავის ტვინის რეფლექსები“, ეს ფიზიოლოგიური ფს–გიის პირველი ნაშრომია რუსეთში. სეჩენოვი უდიდესი ფიზიოლოგი, რუსეთის ფიზიოლ. სკოლის დამფუძნებელი, იყო მატერიალისტურად მოაზროვ-ნე ფს–გი. ამუშავებდა ფს–გიურ საკითხებს მატერიალისტური კონცეფციის პოზიციიდან. ცნობილია მისი ნარკვევი „ვინ და როგორ უნდა დაამუშაოს ფს–გია“. სეჩენოვის ფიზიოლ-მა იდეებმა დიდი ზეგავლენა იქონია მთელ ფიზიოლ. აზროვნებაზე /თვით ი. პავლოვი იზიარებდა მის დებულებებს/. ასეთივე დიდი გავლენა ჰქონდა ფს–გიური აზროვნების სფეროშიც. არსებულ ინტროსპექტული–ასოციაციურ–იდეალისტურ ფს–გიას მან დაუპირისპირა ობიექტურ მეთოდზე დაფუძნებული, მატერიალისტურად გაგებული და მეცნიერულად დასაბუთებული ფიზიოლ. ფს–გია. ამით დაიწყო რუსეთში ფს–გიური მეცნ–ის განვითარების ახალი ერა.

მე-19 ს–ს ბოლოს და მე–20 ს–ს დასაწყისში რუსეთის სხვადასხვა ქალაქში / მოსკოვში, პეტერბურგში, ოდესაში/ ნევროლოგიურ განყოფილებასთან გაიხსნა ფს–გიური ლაბორატორია. დაიწყო ფს–გიური საკითხების ექსპ. შესწავლა. მაგ.,. ვ. ბეხტერევი /1857—1927/, ფსიქიატ-რი, ლენინგრადის ფსიქო–ნევროლოგიური აკადემიის პრეზიდენტი და ტვინის შესწავლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ექსპ. ამუშავებს ფს–გიურ საკითხებს და აქვეყნებს მათ. ბეხტერევმა შეიმუშავა „ობიექტური ფსიქოლოგიის“ ცნება და მუშაობდა ამ მიმართულებით ექსპ. მეთოდით. „ობიექტური ფსიქოლოგია" მას ესმოდა, რ–რც მეცნ. ქცევის შესახებ /რ–რც რეფლექსოლოგია/. ცნობიერების კვლევის წინააღმდეგი იყო. მისი აზრით რეფლექსოლოგიას უნდა შეეცვალა ფს–გია.

ძველი პერიოდიდან აღსანიშნავია დიდი რუსი პედაგოგი კ. უშინსკი. /1824 1871/, რ–იც პედ. იდეებს ფს–გიურ მონაცემებზე აფუძნებდა ა. ლაზურსკი /1874-1917/, სპეციალობით ექიმი–ფსიქოლოგი; მას აინტერესებდა ად–ნის პიროვნება, მისი ხასიათი, და შრომებს ამ მიმართულებით ამუშავებდა. ლაზურსკიმ, შემოიტანა ფს–გიაში „ბუნებრივი ექსპერიმენტის ცნება /იხ./ რ–იც დღესაც სარგებლობს პოპულარობით, რ–რც ფს–გიური დაკეირვების მეთოდი, ყველაზე მნიშვ–ა ი. პ. პავ- ლოვის /1849—1936/, რ–რც რევოლუციამდელი, ისე რევოლუციის შემდგომი მოღვაწეობა. იგი იკვლევდა თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ფიზიოლ–ს; მან დაამუშავა „პირობითი რეფლექსის ცნება“ და მისი კვლევის მეთოდი და წარმატებით იკვლია მისი ფიზიოლ. საფუძვლები და მიმდინარეობის კანონზომიერებანი. სეჩენოვ-პავლოვის გამოკვლევებმა ფს–გიურ მოვლენათა მატერიალისტურ გაგებას დიდად შეუწყო ხელი.

1922 წელს მოწვეულ იქნა საბჭოთა რუსეთის ფს–გთა პირველი ყრილობა. აქ უკვე დაისვა მარქსისტული ფს–გიის შექმნის საკითხი. 20 — ან და 30-ნ წლებში მუშავდება ასეთი ფს-გიის წანამძღვრები.

პ. ბლონსკი /1884 —1941/, ფს–გი და პედაგოგი, კომუნისტური აღზრდის აკადემიის პროფესორი "სკოლის ცხოვრებასთან დაახლოების“ მომხრე. იბრძვის განახლებული სკოლის შექმნისათვის ახალი სკოლა, მისი აზრით, უსათუოდ „შრომის სკოლა“ უნდა იყოს. აქტიურად ებრძვის გ. ჩელპანოვის იდეალისტურ ფს-გიას. კ. კორნილოვთან ერთად ცდილობს შექმნას მარქსისტული ფს–გია. აქვს შრომები ფს–გიაში, პედ-აგ–ში. კ. კორნილოვი /1879—1957/ ფს-გი, დოქტორი, რუს ფედერაციის პედ. მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი, შემდეგ მისი ვიცე პრეზიდენტი, ექსპ. ფს-გიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. აქტიურად იბრძვის ემპირისტულ—იდეალისტური ფს–გიის წინააღმდეგ, იღწვის ახალი ფს–გია – „რეაქტოლოგია" დააფუძნოს, რ–რც მარქსისტული ფს–გია, უპირისპირებს მას ბიჰევიორიზმსა და რეფლექსოლოგიას. ავტორია ფს–გიის ხელმძღვანელოების მ. ბასოვი /1892-1931/ აქტიურად მოღვაწეობდა ფს–გიაში და პედაგოგიკაში. ლაზურსკის ხელძღვანელობით დაამუშავა ბ-ვის კვლევის ობიექტური მეთოდი და იკვლევდა ბ-ის პიროვნებას. აქვს შრომები ზოგად ფს-გიაში, ბავშვის ფს-გიაში, პედოლოგიაში. ლ. ვიგოტსკი /1896 —1934/ მუშაობდა კომუნისტური აღზრდის აკადემიაში; ამუშავებდა ფს–გიისა და კულტურულ-ისტორიულ საკითხებს. იკვლევდა მეტყველებისა და აზროვნების პრობლემას. ფს–გიაში შემოიტანა „განვითარების უახლოესი ზონის ცნება“ /იხ./ის დღესაც სარგებლობს პოპულარობით. დიალექტიკური მატერიალიზმის პოზიციიდან აანალიზებდა ფს-გიურ საკითხებს. ამ პერიოდის ზემოგანხილული ფს–გები მარქსისტულ-ლენინური ფს-გიის შექმნისათვის იღწვოდნენ, განსაკუთრებით ბლონსკი, კორნილოვი, ვიგოტსკი, მაგრამ ამ საქმის სრულქმნა–დაგვირგვინება წილად ხვდა ფს–გთა შემდეგ თაობას. ესენია: ს. რუბინშტეინი /1889 —1960/; ბ. ტეპლოვი /1896-1965/; ა. სმირნოვი /1994/; ბ. ანანიევი /1907 — 1972/, მათ შექმნეს სხვა ფს–გიური მიმართულებისგან განსხვავებული, მარქსიზმ–ლენინიზმის ფილოსოფიურ კონცეფციის მეთოდოლოგიურ პრინციპზე დაფუძნებული, ლენინის ასახვის თეორიასთან შეთანხმებული, საბჭოთა რუსეთის საკუთარი მიმართულების მეცნ. ფს–გია. მისთვის დამახ. ფს−კის ერთიანობის იდეა და ქცევა /деятельность/ რ-რც დინამიკური სისტემა სუბ–ის გარემოსთან ურთიერთობის პირობებში.

ფს–გური მეცნიერების განვითარებას საქართველოში თავისი ისტორია აქვს. მე-19 ს-ში ფილოსოფიურად და ფს−გიურად განსწავლული პიროვნება იყო გაბრიელ ქიქოძე /იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი/. მე–19 ს–ის 50-ან წლებში მან დაწერა და გამოსცა ფს– გიის სახელმძღვანელი სახელწოდებით "Опытная Психология", მაგრამ საქართველოს ფს–გიურ აზროვნებაში მას კვალი არ დაუტოვებია. ასევე უკვალოდ ჩაიარა მ. საღარაძის მიერ 1908 წელს რუსულ ენაზე გამოცემულმა სახელმძღვანელომ "Учебник психологии." ფს–გიური მეცნიერების დაფუძნება საქართველოში დიმიტრი უზნაძის /1886–1950/ სახელთანაა დაკავშირებული. 1918 წელს საქ. უნივერსიტეტთან გაიხსნა ფს–გიის კათედრა, მას დ. უზნაძე ხელმძღვანელობდა, მან მოახდინა ამ მეცნიერების სისტემატიზება ქართულ ენაზე, შეუქმნა მას შესაფერისი ქართული ტერმინოლოგია და ლიტერატურა, დაწერა ზოგადი ფს–გიის, ბავშვის ფს-გიის დიდი კურსი და მრავალი სხვა შრომა ფს–გიურ და პედაგოგიურ საკითხებზე, დააარსა 1918 წელს ფს-გიის ლაბორატორია, აღზარდა ფს–გთა კადრი, 1941 წ. საქ. მეცნიერებათა აკადემიასთან გახსნა ფს–გიის სექტორი, რომელიც 1942 წ.ფს-გიურ ინსტიტუტად გადაკეთდა, ჩამოაყალიბა ახალი ფს-გიური თეორია, „განწყობის“ თეორია. ამ თეორიის კვლევის ირგვლივ შექმნა თავის მიმდევართა სკოლა /ქართ. ფს−გიური სკოლა/, რ–იც ამჟამად მუშაობს „განწყობის თეორიის“ საფუძველზე.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9