| | |
ხასიათის პათოლოგია, რ–იც გამოიხატება პიროვნების წყობის, უპირატესად მისი ემოციურ–ნებითი სფეროს დისჰარმონიულობის სახით. კლინიკაში ფ-ის ორ ძირითად ფორმას განასხვავებენ:
ა. ე. წ. კონსტიტუციურ ანუ „ბირთვულ“ ფ–ას, რომლის აღმოცენება ბ. ს. თანდაყოლილი ბიოლოგიური უკმარისობითაა გაპირობებული. არახელსაყრელი გარემოს პირობები აქ მხოლოდ დამხმარე ფაქტორის როლს ასრულებენ. კონსტიტუციური ფ–ის შემთხვევაში ესა თუ ის ფს–კური თვისება საკმაოდ სტაბილურ ხასიათს ატარებს და, ჩვეულებრივ, მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვება ად−ნს.
ბ. ფ. რ-იც პიროვნების პათოქარაქტეროლოგიური განვითარების შედეგია. ის ძირითადად გაპირობებულია არახელსაყრელი სოციალური ფაქტორებით /არასწორი აღზრდა, გახანგრძლივებული ფს–კური ტრავმები/. ასეთი შეძენილი ფ. შედარებით უფრო ემორჩილება მკურნალობას და გარემოს კეთილმოქმედ გავლენას.
ფ–ების გამოვლენა მეტად მრავალფეროვანია; ამისდა მიხედვით მისი მრავალი კლინიკური ტიპია გამოყოფილი. მაგ: ასთენიური ფ, რ-იც ზედმეტად მგრძნობიარეა, ადვილად აიგზნება, სწრაფად იღლება, გაუბედავია; აგზნებად ფ–ს ახასიათებს გადაჭარბებული ემოციური რეაქციები, თავშეუკავებლობა, ტენდენცია აგრესიული ქცევისაკენ; ფსიქასთენიური ფ. უაღრესად ეჭვიანი და მერყევია; პარანოიალური ფ. მიდრეკილია ზეღირებულოვანი იდეებისაკენ; ისტერიული ფ-ს ახასიათებს შთაგონებადობა, თეატრალურობა, რეალური ვითარების შეცვლა ფანტაზიებით. ცალკე გამოიყოფა სექსუალური ფ–ი, რ¬თვისაც დამახ. გაუკუღმართებული სექსუალური ლტოლვები /პერვერსიები/. სქესობრივი გაუკუღმართება შეიძლება ფ–ს რომელიმე ზემოაღნიშსულ ტიპთან თანაარსებობდეს. უფრო ხშირად გვხვდება სექსუალური პერვერსიების შემდეგი სახეები: ჰომოსექსუალიზმი, სადიზმი, მაზოხიზმი, გერონტოფილია, პედოფილია. -
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |