/ზოგადი ფსიქიატრია/ შეისწავლის ფსიქოზებისათვის საერთო ძირითადი პათოლოგიური სიმპტომების აღმოცენებისა და მიმდინარეობის კანონზომიერებებს, ფ–რი პროცესების პათოგენეზის ზოგად საკითხებს, ფს−კურ დაავადებათა კლასიფიკაციის პრინციპებს, მათი კვლევის ზოგად მეთოდებს. /აღნიშნული კანონზომიერებების შესწავლა ხელს უწყობს ცალკეული ფს–კური დაავადებისათვის დამახასიათებელი კერძო კანონზომიერებების დადგენასა და დაზუსტებას/.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.