Gk. psyche სული, sōma სხეული მედიცინაში მოძღვრება ფს–კურისა და ფიზ–ის ერთიანი მოქმედების შესახებ ზოგი დაავადების წარმოშობასა და მიმდინარეობაში. ფიქრობენ, რომ არსებობს გარკვეული დაავადებანი, რ–ლთა წარმოშობა-განვითარებაში ფს-კურ ფაქტორს /ემოციურ დარღვევებს/ ისეთივე განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს, რ–რც სომატურს, რომ ფს−კური და სომატური ფაქტორები ერთი საერთო, მთლიანი ზემოქმედების ორი კომპონენტია. ამიტომ ასეთ დაავადებათა დიაგნოზი და მკურნალობა ორივე კომპონენტის გათვალისწინებას მოითხოვს.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.