A E

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფსე ფსი

ფსიქოტექნიკა

გამოყენებითი ფს–გიის ერთ–ერთი დარგის ძველი სახელწოდება. მისი ამოცანები იყო:

1. ამა თუ იმ პროფესიისათვის ფს–კურად ვარგის ად−ნთა შერჩევა სათანადო ფს–გიური გამოცდის გზით /„პროფესიონალური შერჩევა“.

2. იმის შესწავლა, თუ რომელი პროფესიისათვის არის ფს–გიურად ვარგისი ესა თუ ის პიროვნება /„პროფორიენტაცია და პროფკონსულტაცია"/.

3. შესატყვისობის დამყარება ად−ნის უნარსა და სამუშაო იარაღებს შორის, ე. ი. თუ როგორი უნდა იყოს სამუშაო იარაღი, რომ შრომა ოპტიმალურად ნაყოფიერი იყოს.

ტერმინი ფ. შემოიღო ჰ. მიუნსტერბერგმა. ეს სახელწოდება დღეს არ იხმარება, იგი შეცვალეს სხვა სახელწოდებებმა, ასეთებია: შრომის ფსიქოლოგია, საინჟინრო ფსიქოლოგია, ინდუსტრიული ფსიქოლოგია, პროფორიენტაცია /იხ./

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9