ფს–გიის ნაწილი, შეისწავლის ფს−კური ფენომენის – შეგრძნების – და მის გამომწვევ ფიზ. გამღიზიანებელს შორის არსებულ დამოკიდებულებას. კვლევის დასაწყისი ეკუთვნის ე. ვებერს, რ-მაც ეს საკითხი მე-19 ს. მეორე ნახევრის დასაწყისში დააყენა მისი დიდი დამსახურება ისიც არის, რომ ფს–კურ ფენომენს /შეგრძნებას/, რ–იც მოკლებულია გაზომვისათვის აუცილებელ საგნობრივ ატრიბუტს – განფენილობას, საზომი გამოუნახა: შეგრძნების ინტენსიურობის ოდნავ შესამჩნევი ცვლილება და ამის გამომწვევი ფიზ. სიდიდის ძიება დაიწყო. მან შეამჩნია, რომ ყოველ ფიზ. ზემოქმედებას კი არ შეუძლია გამოიწვიოს შეგრძნების განცდა, არამედ მხოლოდ მის გარკვეულ ოდენობას, გარკვეული სიძლიერის გამღიზიანებელს. მაგ., წიგნებით სავსე ჩანთაში რომ კიდევ კალმისტარი ჩავდოთ, სიმძიმის შეგრძნება ამით არ შეიცვლება, მაგრამ თუ დიდტანიანი წიგნი დავუმატეთ, სიმძიმის ცვლილებას შევიგრძნობთ. ფს–კურ ფენომენსა და ფიზ. მოვლენას შორის არსებული მიმართების დადგენა ფს–ის ამოცანას შეადგენს. ე. ვებერმა დაადგინა ამ მიმართების ძირითადი კანონი /იხ. ვებერის კანონი/. შემდეგი ნაბიჯი ფს–ურ კვლევაში გ. ფეხნერმა გადადგა: მან ე. ვებერის კანონი მათემატიკური ფორმულით ასახა /იხ.ფეხნერის კანონი/.
ფს–ის კვლევის შედეგად ფს–ფიაში შემოიტანეს „შეგრძნების ზღურბლის“ /ანუ ზღვარის/ ცნება /„შეგრძნების აბსოლუტური ზღურბლი“, „შეგრძნების ზედა ზღურბლი“, „შეგრძნების განსხვავების“ ზღურბლი/. ამ კვლევის დიდ დამსახურებად ისიც უნდა ჩაითვალოს, რომ ფსი-გიურ ექსპ–ს ფაქტობრივად აქ ჩაეყარა საფუძველი.