| | |
მეცნიერება, რომლის კვლევის საგანს შეადგენს:
1. ნერვო–ფს–კური და ფიზიკური ჯანმრთელობის დამრღვევ პირობათა წინასწარი აღკვეთა /პროფილაქტიკა/.
2. ახალი თაობის აღზრდის პირობების მოწესრიგება: ბრძოლა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის ხელშემწყობ პირობებთან, აღზრდისთვის ჯანსაღი სოციალური გარემოს შექმნა.
3. ცხოვრების ბიოსოციალური გარემოს მოწესრიგების პრობლემა. გარემოსთან პიროვნების მიერ ჰარმონიული კავშირის დამყარების საკითხი. ამისათვის ის შეისწავლის ცხოვრებისა და შრომის პირობებს, ცდილობს შეიტანოს მასში რაციონალური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები. ასეთია მაგ., შრომის უშიშროების დაცვა, ბრძოლა გარემოს გაჭუჭყიანებასთან, ხმაურთან და საერთოდ ნ. ს–ზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებთან. ამ მხრივ ფსიქოჰიგიენა სოციალური ორიენტაციის მეცნიერებათა ჯგუფს განეკუთვნება და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „იუნესკოს მზრუნველობის სფეროში შედის.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |