ზოგადი მნიშვ–ით არსებობის შენარჩუნებისაკენ მიმართული მოქმედება, აქტიურობა, საქმიანობა, დანიშნულება. ამ აზრით თვალის დანიშნულება ანუ ფ. არის ხედვა, ყურისა -სმენა, ხელისა–მუშაობა, გულისა–სისხლის მიმოქცევა და სხვა ფუნქციობს ყოველი ცოცხალი ქსოვილი, როგორც მთლიანი ორგანიზმი, ისე მისი ყოველი ცალკე ავტონომიური ორგანო, ფუნქციობს მთლიანი ფსი-ქო–ფიზიკური ორგანიზაცია-პიროვნება, ინდივიდუუმი. სადაც მიზანშეწონილი მოქმედება სისტემატურ ხასიათს ატარებს და სიცოცხლის შენარჩუნების მიზანს ემსახურება, იქ ყველგან მთლიანი ორგანიზმის და ცალკეული ორგანოების ფუნქციობას აქვს ადგილი.
ფს–გიაში ფ. ეწოდება ცნობიერების ყოველ მოქმედებას, აქტს; ფს-კური ფუნქციებია მნემური /მეხსიერება/, ნოეტური /აზროვნება/, ბულური /ნებისყოფა/ მოქმედებები და, საზოგადოდ, სუბიექტის ყოველი აქტიურობა.