თამაშის ერთ–ერთი სახეა დამახასიათებელია „ძუძუს ბავშვობის“ ასაკისთვის /1-2 წლამდე/. ამ პერიოდში ბ–ვი დაინტერესებულია საკუთარი ორგანოების ფუნქციობით, მოტორიკით; თვითონ მასალა და მისგან გაკეთებული ნაგებობა არ იპყრობს მის ყურადღებას. მაგ., საშენი მასალისაგან რომ ააგოთ მის წინაშე კოშკი, ის მას არც კი დააკვირდება, ჰკრავს ხელს და წააქცევს. რამდენჯერაც ააგებ კოშკს, იმდენჯერ დაანგრევს მას. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვს, მხოლოდ საკუთარი ფუნქციობა ჰგვრის სიამოვნებას და მისი მოქმედებაც ფუნქციობის აქტისკენ არის მიმართული, ობიექტური ვითარება მას სრულებით არ აინტერესებს, როგორც მაგ., „ექსპერიმენტული თამაშის" დროს, რ-იც ამავე პერიოდში იჩენს თავს.