A E

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფუკ ფუნ

ფუნქციური ტენდენცია

დ. უზნაძის მიერ შემოტანილი ცნება ფს-გიაში ად–ნის ქცევათა იმ ჯგუფის ახსნის მიზნით, რ–იც მან ქცევათა კლასიფიკაციაში ცალკე ჯგუფად გამოყო „ინტროგენური ქცევის“ სახელწოდებით /თამაში, სპორტი, გართობა, მხატვრული შემოქმედება, ესთეტიკური ტკბობა/, განსხვავდება, ექსტეროგენურ ქცევის ფორმისაგან“ იმით, რომ ამ უკანასკნელის ამოქმედებას პრაქტიკული მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის საჭირო რაიმე სუბსტანციური ღირებულების მოპოვება განსაზღვრავს. ინტროგენური ქცევის მიზანი კი მხოლოდ იმ ძალთა რეალიზაციაა, რ–ებიც პრაქტიკული მოქმედებისათვის არ აღიძვრიან, მათი ამოქმედება თავისთავად ხდება, მათშივე არსებული აქტიურობის იმპულსით ანუ „ფუნქციური ტენდენციის“ მოქმედებით, რ-იც მათ თავიდან დაჰყვებათ. ფ. ტ–იის მიხედვით, ძალა, თუ ის არსებობს, უსათუოდ მოქმედებისაკენ ისწრაფვის და სუბიექტსაც, რ–აც ძალა აქვს, მისი ფუნქციობის მოთხოენილება უჩნდება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9