მიმდინარეობა ფს–გიაში, აღმოცენდა და განვითარდა, ჩრ. ამერიკაში. მას საფუძვლად დაედო ე. ჯეიმზის ფს-გიური დებულება, რ–იც უარყოფს ინტროსპექტული ფს–გიის მსგავსად ცნობიერების აგებას ელემენტებიდან /შეგრძნებებიდან/. ვ. ჯეიმზის აზრით, ინდივიდუუმი ყველა ფუნქციათა ერთიანობაა, სისტემაა, რომლის საშუალებითაც ის ეგუება გარესამყაროს და ინარჩუნებს არსებობას. ამიტომ ფს–გიის მთავარი საკვლევი საგანი უნდა იყოს ქცევა, მოქმედება. ჯეიმზის ეს კონცეფცია, რ−მაც სპენსერისა და დარვინის გავლენა განიცადა, საფუძვლად დაედო პრაგმატიზმის მიმდინარეობას ამერიკაში, განსაკუთრებით პედაგოგიკაში /გ. დიუი/.
ვ. ჯეიმზის კონცეფციას ფ. ფ–ის შესახებ იზიარებდნენ ი. ბალდვინი,სტენლი–ჰოლი, ი. კატელი. ფს–გიის განვითარება ამერიკაში ამ მიმართულებით წარიმართა, ე. ი. მოქმედების, ქცევის კვლევის მიმართულებით. /იხ. ბიჰევიორიზმი/.