A E

ქა ქე ქვ ქი ქო ქრ ქც
ქარ

ქარაქტეროლოგია

Gk. charassein გამოკვეთა, ამოკაწვრა, დაჭდევა, logos მოძღვრება

მიმდინარეობა-დიფერენციულ ფს–გიაში. შეისწავლის ად–ნის ხასიათს, მის განვითარებას, სტრუქტურას, დამოკიდებულებას პიროვნების სხვა თვისებებთან/ აზროვნება, ნებელობა, გრძნობები/, არკვევს ხასიათის მნიშვნელობას და როლს, რ-რც ინდივიდის, ისე – სოციალური ცხოვრების მსვლელობაში, იკვლევს ხასიათის ტიპებს.

ხასიათის ქ–ური აღწერა ცნობილია ანტიკური ეპოქიდან: თეოფრასტემ /319 ძ. წ./ აღწერა 30 ტიპური ხასიათისეული პორტრეტი; უფრო ადრე ჰიპოკრატემ /400 ძ. წ. ა./ დაადგინა ტემპერამენტის ტიპები /იხ. ტემპერამენტი/, რ–იც ხასიათის აღწერასაც შეიცავს მე-17 ს–ში ჟ. ლაბრუიერმა /1645—1696/, თეოფრასტეს მსგავსად, აღწერა ხასიათები /1680/, რაც მაშინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მე-18 ს-ში იოან კასპარ ლავატერმა /1741 –1801/ დაწერა „ფიზიოგნომიკური ფრაგმენტები“ /1775/. ეს თხზულება, ისე, რ–რც ამ პერიოდის სხვა ფს–გიური ლიტერატურა, არ წარმოადგენდა მეცნიერულ გამოკვლევას, რადგან თვით ფს-ლოგია, რ–რც მეცნიერება, ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული. მე–19 ს–ში ქ. ახლად ფეხადგმული ემპირიული ფს–ლოგიის ატომსტიურ –ასოციაციური პრინციპების პოზიციაზე დგას და ხასიათის კვლევაშიც ამ პრინციპით ხელმძღვანელობს. ასეთია მაგ., ინგლისში ფსიქოლოგი ა. ბენი /1810 —1903/, გერმანიაში ი. ბანზენი /1830–1881/, საფრანგეთში თ. რიბო /1839 — 1916/ და სხვები. ქ–იის კვლევის ეს პერიოდი არ იყო ნაყოფიერი, რადგან „ელემენტების“ ფს–გიის მეთოდით და ასოციაციის კანონების საფუძველზე, მთლიანი ფენომენის – ხასიათის შემეცნება პრინციპულად შეუძლებელი ჩანს. მე-20 ს–ში, ფს-გიური მეცნიერება გადალახავს ასოციაციური და "ელემენტების" ფს–გიის პრინციპულ საფუძვლებს და ფს–კურ მოვლენათა შემეცნებისათვის ისეთ ცნებებს დაამუშავებს, როგორიცაა „მთლიანობა“, „დისპოზიცია“, „სტრუქტურა“, „მრავლობათა ერთიანობა“, „გაგება“, „აღწერა“, „ფენომენოლოგია“, „აგებულება“, „განწყობა“. ამ პერიოდში იწერება „სხეულის აგებულება და ხასიათი“ /კრეჩმერი, შელდონი და სხვა/. მოძღვრება „კონსტიტუციის“ შესახებ, საფუძველი ეყრება „გონით მეცნიერული ფსიქოლოგიას“, მუშავდება „ტიპოლოგიის" პრობლემა /შპრანგერი/, ვითარდება პიროვნების კვლევის სხვადასხვა მიმდინარეობანი, მკვიდრდება ახალი ფს–გიური ცნე- ბები და კვლევის მეთოდები/ „რორშახის ტესტი“, „თემატური აპერცეფციის ტესტი“, „განწყობის ტესტი" /. ფსიქოლოგიის ამ მიღწევებს ახალი თვალსაზრისი შეაქვთ ქ–იის მიმდინარეობაში, ამდიდრებენ მას ახალი ცნებებით და კვლევის მეთოდებით. ქ-ც იწყებს მუშაობას ამ ახალი ცნებებით და მეთოდებით.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9