ც. ნ. ს–ის გვიან განვითარებული ნაწილი. იგი მორფოლოგიურად და ფუნქციურად ძალიან რთული და უმნიშვნელოვანესი ორგანოა. მისი სისქე 1,5–3 მმ. აღწევს. ქ. ფარავს თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების მთელ ზედაპირს. ქ-ის მორფოლოგიური აგებულების თავისებურებას შეადგენს ის, რომ იგი ყველგან ექვსი ფენისაგან შედგება /დაადგინა ბროდმანმა/. მანვე /ბროდმანმა აღწერა ქ–ის ციტოარქიტექტონიკური რუკა და გამოყო 52 უჯრედოვანი ველი. თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქი არის ფს–კური ფუნქციის მატერიალური სუბსტრატი; ქერქქვეშა წარმონაქმნებთან ერთად ის ახორციელებს უმაღლეს ნერვულ მოქმედებას. მასში აღიძვრება ნებითი მოძრაობების იმპულსები და ანალიზატორებიდან მომდინარე ინფორმაცია გარდაიქმნება გაცნობიერებულ აღქმად. დიდი ჰემისფეროების ქერქი ყველაზე დიდ განვითარებას ად–ში აღწევს.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.