A E

ქა ქე ქვ ქი ქო ქრ ქც
ქცე

ქცევა

Rus. деятельность
E. behaviour
Fr. comportement
G. Verhalten

სუბიექტის რაიმე მოთხოვნილების მიზნით გამოწვეულ მოძრაობათა თანამიმდევრობა / დ. უზნაძე.. ამ თანამიმდევრობის ყოველი ცალკე მოძრაობა ნერვულ ცენტრში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესია, რ–იც კუნთის შეკუმშვით მთავრდება. აზრი და მნიშვნელობა ამ ცალკე მოძრაობის საერთო მოძრაობათა კონტექსტში ეძლევა, რ¬იც გარკვეულ მიმართებაში იმყოფება სუბიექტთან და მის მიზანს ემსახურება. ქ. არის სუბიექტის განწყობით, ე. ი. მისი მოთხოვნილებით და შესატყვისი გარეპირობების ერთიანი მოქმედებით განსაზღვრული აზრისა და მიზნის შემცველ მოძრაობათა ერთობლიობა. „იმისათვის, რომ ცოცხალმა არსებამ თუნდ ერთი გარკვეული ნაბიჯიც გადადგას, იგი, როგორც მთელი, წინასწარ უნდა ჩადგეს გარკვეულ მდგომარეობაში; თუ მას სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმა უნდა, მაშინ იგი, როგორც მთელი, სწორედ ამ ნაბიჯის გადასადგმელად უნდა განეწყოს" /დ. უზნაძე. ქ. „მოლარული პროცესია“, საგნობრივად მიმართული და მიზნით გაშინაარსებული. ცალკე მოძრაობა, ან მოძრაობათა რიგი, რ–იც არ არის სუბიექტის მოთხოვნილებით, მისი განწყობით გაშუალებული, არ წარმოადგენს ქცევას და არც არის ფს-გიური კვლევის საგანი.

ქ-ის სხვანაირი გაგება წამოაყენა „ბიჰევიორისტულმა“ ფს–გიამ, რ-იც აშშ–ში წარმოიშვა. თავისი განვითარების პირველ პერიოდში იგი უარყოფდა სუბიექტით გაშუალებული ქცევის იდეას და ქ-იდან რიცხავდა ყოვილივე სუბიექტურს, ფს−კას, ცნობიერებას, მიზანს, აზრს. ამჟამად ე. წ. ნეობიჰევიორიზმი „ შუამდებარე ცვლადის“ სახით, სტიმულ–რეაქციის ურთიერთობაში ცდილობს შემოიტანოს „ოპერაციონიზმის პრინციპის“ მიხედვით გაგებული ზოგი ფს–გიური შინაარსის სიტყვა, მაგ., მიზანი, მოლოდინი და სხვ.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9