| | |
ცნება „ქცევის ფორმა“, როგორც სპეციფიკურ ფს–გიური ტერმინი, შეიმუშავა და ფს–გიაში შემოიტანა დ. უზნაძემ. შეიცავს ად-ნის ქცევათა კლასიფიკაციას ტიპურ სახეებად. ქცევათა სისტემატიზირება და ტიპურ სახეებად დაჯგუფება, გარდა დ. უზნაძის „ქცევის ფორმებისა", ფს–გიაში ცნობილი არ არის.
დ. უზნაძის შეხედულებით, ქცევა არის ად–სის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის საჭირო მიზანშეწონილ მოძრაობა –მოქმედებათა ერთობლიობა. ამის შესატყვისად ქცევათა ფორმების დადგენის /კლასიფიკაციის/ პრინციპად დ. უზნაძეს მიღებული აქვს სუბიექტის მოთხოვნილებისა და მის დასაკმაყოფილებლად მოცემული გარეგანი პირობების ერთიანობა – განწყობა. ამ პრინციპის საფუძველზე, ქცევათა მთელი სამყარო მან ექსტეროგენურ და ინტროგენურ ჯგუფებად დაყო.p>ექსტეროგენურია ქცევა, როცა სუბიექტის მოთხოვნილების დაკმაყოფილების საგანი სუბიექტის გარეთ იმყოფება და მან იგი უნდა მოიპოვოს. ამ პრაქტიკული ამოცანის შესასრულებელ მოქმედებას /საგნის მოპოვებისათვის საჭირო მოქმედებათა ერთობლიობას/ ექსტეროგენური ქცევა ეწოდება.
ინტროგენური ქცევა, პირიქით, არ არის რაიმე პრაქტიკული მიზნისკენ მიმართული, იგი წარმოიშობა. სუბიექტის აქტიურობის /მისი ძალების რეალიზაციის/ მოთხოვნილებისაგან, მისი „ფუნქციური ტენდენციისაგან“, ამის შესატყვისი მოქმედება კი თვითმიზნური ხასიათისაა.
ამ ორი ჯგუფიდან ცალკე დგას სწავლა, როგორც ქცევის ფორმა. იგი, უზნაძის თეორიით, ქცევის თავისებური სახეა, რ–იც შეიცავს ორივე ჯგუფის /ექსტეროგენურისა და ინტროგენურის/ ელემენტებს და მასთან ერთად ორივესაგან საფუძვლიანად განსხვავდება. სწავლით მიღწეული შედეგი სულ სხვა სახისაა, ვიდრე ექსტერო ან ინტროგენური ქცევით მიღწეული; სწავლას შედეგად არა მარტო იმის ცოდნა შეიძლება, რაც კოსკრეტულად ისწავლება, არამედ თვით ცოდნის შეძენის უნარიც ვითარდება. მაგ., ასოების წერის დასწავლის შედეგად ვითარდება საზოგადოდ წერის უნარი, გარდა ამისა, სწავლა ქცევის გენერალური სახეა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლა ყველაფრისა შეიძლება, „რომელი ქცევის ფორმა უნდა ავიღოთ, სულერთია, სწავლა შეიძლება ყველას ეხებოდეს“ / დ. უზნაძე/. ამით სწავლა იმდენად განსხვავდება ქცევის სხვა ფორმისაგან, რომ მისი ცალკე ფორმად გამოყოფა დ. უზნაძეს კანონიერად მიაჩნია.
ქცევის ფორმების სქემა /დ. უზნაძის/ მიხედვით :
1. ექსტეროგენური : მოხმარება, მოვლა, მომსახურება, შრომა, ცნობისმოყვარეობა, საქმე.
2. ინტროგენური : თამაში, გართობა, სპორტი, მხატვრული შემოქმედება, ესთეტიკური ტკბობა.
3. სწავლა.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |