| | |
დ. უზნაძის მიერ შემოტანილი ცნება ფს-გიაში /იხ. ქცევის ფორმები/. ად−ნის ქცევათა კლასიფიკაციაში ცნება ქ. ე. ფ. აღნიშნავს გარკვეულ ჯგუფს. როცა რაიმე პრაქტიკული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საგანი, რომლის ასიმილაციაც უნდა მოხდეს ორგანიზმთან, სუბ–ტის გარეთ იმყოფება, ამ საგნის მოსაპოვებლად ის /სუბ–ტი/ ისეთ ქცევას მიმართავს, რ–იც უზრუნველყოფს ამ საგნის დაუფლებას სუბიექტის მიერ და ორგანიზმისათვის მიწოდებას; აქტიურობის ანუ ქცევის ასეთ ფორმას ქ. ე. ფ. ეწოდება . ქ−ვის ე. ფ–ის სახეებია: მოხმარება, მოვლა, მომსახურება, შრომა, ცნობისმოყვარეობა, საქმე.
1. მოხმარება ქცევის იმ თავისებურ სახეს ეწოდება, რ–იც ჭამა–სმის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საჭირო მოძრაობებს შეიცავს. ასეთი მოძრაობებია /როცა საკვები მოცემულია/, მოკმეჩა, ღეჭვა, ყლაპვა, დალევა.
2. მოვლა, რ–რც ქცევის ფორმა, მოხმარების ფორმას ენათესავება. ისიც ორგანიზმის აქტუალური მოთხოვილების დაკმაყოფილებას ემსახურება. ასეთია სხეულის სისუფთავის მოთხოვნილება. ასეთია სხეულის სისუფთავის მოთხოვნილება: დაბანა, დავარცხნა, ჩაცმა–დახურვა.
3. მომსახურება, წარმოადგენს მოხმარება–მოვლისათვის საჭირო მოძრაობების, ერთი მხრივ, დიფერენციაციას და, მეორე მხრივ – გართულებას. საქმე ისაა, რომ ად–ნი საკვებად ვარგის, ბუნების მიერ ბოძებულ პროდუქტს, იქვე კი არ ჭამს, სადაც მისწვდება, არამედ მას ჯერ გადაამუშავებს: დაკლავს, ატყავებს, ხარშავს, წვავს, აცხობს, ერთი სიტყვით, საჭმელს წინასწარ ამზადებს და მერე ჭამს. ტანისამოსს გამოჭრის, შეკერავს და ისე იცვამს. ყველა ეს და სხვა ასეთი მოძრაობა თვითმომსახურების სახელითაა ცნობილი. თვითმომსახურების ქცევათა ჯგუფში შედის აგრეთვე საკუთარი ოჯახის წევრების მომსახურებაც, რადგან ოჯახიც პიროვნების /ფართოდ გაგებულის/ ცნებაში შედის. ცნებათა აღნიშნული სამი ფორმა /მოხმარება, მოვლა, მომსახურება/ მონათესავე ფორმებია, ისინი ინდივიდუალურად განსაზღვრული, კონკრეტული და აქტუალური მოთხოვნილების საფუძველზეა წარმოქმნილი. მათთვის ისაა დამახ., რომ მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან ერთად ამ მოძრაობათა გამომწვევი იმპულსიც ქრება, მოძრაობები წყდება ისე, რომ მათი მოქმედების შედეგად არავითარი ობიექტური ღირებულების მქონე ნაწარმი არ რჩება, ამიტომ მათ იმპულსური ქცევა ეწოდებათ. ეს ჯგუფი /მოხმარება, მოვლა, მომსახურება/ ექსტეროგენური ქცევის პირველი ძირითადი ფორმაა.
4. ცნობიმოყვარეობა – ად–ნის ფს–კური ცხოვრებისათვისაა დამახასიათებელი, განვითარებული სოციალური ცხოვრების დონეზე ჩნდება, ინტელექტუალური /აზროვნების/ მოთხოვნილების სახელწოდებითაა ცნობილი და „ცოდნის წყურვილის“ სახით განიცდება. ჩვეულებრივ, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების ორი გზა არსებობს: ან ცნობა მზამზარეულად სხვისგან მიიღო, ან საკუთარი კვლევით მოიპოვო. ორსავე შემთხვევაში გარკვეული აქტიურობა უნდა განავითარო, აქტიურობის ქცევები ნაირნაირია: პრესით სარგებლობა, სხვასთან ბაასი საჭირო ცოდნის მისაღებად, ან კიდევ საკუთარი ძალღონით ძიების წამოწყება და კვლევითი მუშაობის გაშლა. ცნობისმოყვარეობის ქცევის ფორმა, ისე როგორც „მოხმარების“ ფორმა გამოწვეულია აქტუალური მოთხოვნილების იმპულსით, მაგრამ მაინც ტიპოლოგიურად დამოუკიდებელ ქცევის ფორმად მიიჩნევა, რადგან მისი საფუძველ-მოთხოვნილება ფიზიკურ-ფიზიოლოგიური ხასიათისა კი არაა, არამედ ფს–კურ-ინტელექტუალური /თეორიული/.
5. შრომა არ ენა თესავება მოხმარება–მოვლა მომსახურების ქცევათა ჯგუფს. ის ექსტეროგენური ქცევის მეორე ძირითადი ფორმაა. „შრომის ქცევისათვის ისაა დამახასიათებელი, რომ პრინციპულად იგი სუბიექტის აქტუალური მოთხოვნილების იმპულსის გარეშე მიმდინარეობს და მის პროცესში შექმნილი ღირებულება, მოთხოვნილების კონკრეტული განსაზღვრულობის ფარგლებს შორდება: შრომა ობიექტური აზრის, ობიექტური მნიშვნელობის მქონე პროდუქტს ქმნის“ /დ. უზნაძე/. მოხმარება–მომსახურების შემთხვევაში ქცევას ყოველთვის აქტუალური მოთხოვნილება განსაზღვრავს, შრომას კი მოთხოვნილების იდეა, განყენებული ცნება. შრომა ზეინდივიდუალური და ზედროული ღირებულების პროდუქტის შექმნისკენაა მიმართული; შრომა ნებელობითი აქტია, მოხმარება–მომსახურების აქტები კი ინსტინქტის ან პირობითი რეფლექსის ბუნებისაა. შრომა სპეციფიკურ ად–ნური მოვლენაა, მოხმარება და მოვლა–მომსახურების ელემენტები კი ცხოველსაც ახასიათებს. ფიზ. შრომის გვერდით კანონიერ ადგილს იკავებს ინტელექტუალური მოთხოვნილებით განსაზღვრული გონებრივი შრომა: რ–იც შემეცნებითი პრობლემების გადაჭრას ემსახურება.
6. საქმე ეწოდება ექსტეროგენური ქცევის ისეთ სახეს, რაც, ერთი მხრივ, საერთო აქვს, რ–რც მოხმარება–მომსახურების ქცევასთან, ისე–შრომასთან, ხოლო, მეორე მხრივ, განსხვავდება ორივესაგან იმდენად მკვეთრად, რომ სავსებით დამოუკიდებელი ქცევის სახეს ღებულობს. ასეთია ყველა ის პროფესია, რომლის მოქმედება, შრომის მსგავსად, დამოუკიდებელი ღრებულების მქონე იდეური მოთხოვნილების საფუძველზე მიმდინარეობს და ამის გამო იძენს შრომის ყველა ნიშანს. მაგრამ შრომისაგან განსხვავებით, და მოხმარება–მომსახურების მსგავსად, ის რაიმე კონკრეტული პროდუქტის შექმნისაკენ არ არის მიმართული და არც ქმნის რაიმე გარკვეულ პროდუქტს. ეს გარემოება მას „მომსახურების“ ქცევის ფორმასთან აახლოებს, მაგრამ ის არც მომსახურების ფორმაა, რადგან კონკრეტული მოთხოვნილების საფუძველზე კი არ მოქმედებს, არამედ განყენებული, ზოგადი იდეის საფუძველზე. ასეთ ქცევას უზნაძე საქმის, საქმიანობის ქცევის ფორმას მიაკუთვნებს. ასეთია მაგ., ტრანსპორტის მომსახურება, რ-იც უშუალოდ რაიმე პროდექტს კი არ ქმნის, არამედ უფრო იდეის საფუძველზე მოქმედებს /წარმოებას უზიდავს მასალას, გადაჰყავს წარმოებისთვის ხალხი და სხვ./. არსებითად ასეთია პროფესიათა დიდი უმრავლესობა /ექიმი, მასწავლებელი, ტექნიკოსი და სხვა/. ქცევის ექსტეროგენურ ფორმათა შორის „საქმე“ უფრო ახლოს მაინც შრომასთან დგას, ვიდრე მოხმარება მომსახურების პირველ ძირითად ფორმასთან.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |