| | |
დ. უზნაძის მიერ შემოტანილი ცნება ფს–გიაში. ეწოდება ად−ნის ქცევათა კლასიფიკაციის სისტემაში ისეთ ქცევას, რ–იც წარმოიშობა, თვით აქტივობის, ფუნქციობის, ძალთა თავისთავად ამოქმედების მოთხოვნილების საფუძველზე. ასეთ ქცევას არავითარი პრაქტიკული მიზანი არა აქვს, რაიმე საგნის დაუფლებას არ ესწრაფვის. ქ. ი. ფ−აა თამაში, გართობა, სპორტი, მხატვრული შემოქმედება, ესთეტიკური ტკბობა.
1. თამაში დამახასიათებელი და სპეციფიკურია ბავშვობის ასაკისათვის; ამ პერიოდში თამაში ქცევის გაბატონებული ფორმაა, ექსტეროგენური ქცევის ყველა ფორმა შეიძლება ბ-მა თამაშის შინაარსად გამოიყენოს /მაგ., ბ−ვი თამაშში თავის დედოფალას ვარცხნის, ბანს, უვლის და სხვა/. თუმცა ექსტეროგენური ქცევის ფორმით სარგებლობის მოთხოვნილება, ბ–ისთვის ჯერ კიდევ უცხოა. თამაში წარმოიშობა ფუნქციური ტენდენციიდან გაინაღდოს საკუთარი თავისუფალი ძალები. თამაში არის „ძალთა სპონტანური თავისუფალი მოქმედება“ /დ. უზნაძე/.
2. გართობა –დამახ. ზრდადამთავრებული ად¬ნისათვის. გართობას მაშინ მიმართავს ად–ნი, როცა ექსტეროგენური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ძალთა იძულებული ხარჯვა რეალიზებულია და ის ისვენებს. დასვენების პერიოდში იწყებენ მოქმედებას „ფუნქციური ტენდენციის“ გაუნაღდებელი ძალები; მათი განაღდების მიზნით ად–ნი მიმართავს თამაშს /უკრავს მუსიკას, ცეკვავს, მღერის, ან, გართობის მიზნით, წიგნს კითხულობს, ბაასობს, სეირნობს და სხვა/. ამ შემთხვევაში ქცეეა იძულებით ხასიათს არ ატარებს, არამედ „ძალთა თავისუფალ თამაშს“ წარმოადგენს.
3. სპორტი – ახლოს დგას გართობასთან, მას ხშირად მიმართავენ გართობის მიზნით, მაგრამ, რ–რც განცდა იგი უფრო სხვა ბუნებისაა, ვიდრე გართობა, ამის გამო იგი დამოუკიდებელი ქცევის ფორმად მიიჩნევა. სპორტი მოტორული მოძრაობებისაგან შედგება, რომლებსაც შეჯიბრებაში გამარჯვების მოტივით გამოწვეული მოძრაობის გარეშე არსებული სხვა რაიმე მიზანი არ ამოქმედებს, მოძრაობის იმპულსს აქ თვით მოძრაობისადმი შინაგანი მისწრაფება წარმოშობს, მოძრაობა, რ–რც ფუნქციის მოთხოვნილება და არა მოძრაობის შედეგად მიღებული სიამოვნების განცდა /რ–რც ამას კარლ ბიულერი ვარაუდობდა/. სიამოვნება შედეგია და არ შეიძლება ის წინ უსწრებდეს მოძრაობას, რ-რც გამომწვევი იმპულსი, „მოძრაობის ფუნქცია თვით შეიცავს თავის თავში ამოქმედების იმპულსს: ფუნქცია თვითონ ისწრაფვის ამოქმედდეს, მას ფუნქციობის ტენდენცია აქვს“ /და უზნაძე/. სპორტი, თუმცა ფიზ. მოძრაობებისგან შედგება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს სპორტულ მოქმედებაში გონებრივი ფუნქციების თანამონაწილეობას. მაგ., ჭადრაკი სპორტული თამაშია, მაგრამ, სრულდება გონებრივი ოპერაციების მეშვეობით.
4. მხატვრული შემოქმედება შრომის მსგავსად ისეთ ნაწარმოებს ქმნის, რომელსაც გარკვეული ღირებულება აქვს და, მაშასადამე რაღაც მოთხოვნილებასაც აკმაყოფილებს, მაგრამ შრომად მას მაინც არავინ თვლის იმიტომ, რომ მას, შრომის მსგავსად, თავის მიზნად დასახული არა აქვს პროდუქტის შექმნა რაიმე პრაქტიკული მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. თავისი შემოქმედების იმპულსს ის აქედან არ იღებს. „ხელოვნება არა ობიექტურად მოცემული საგნების შესატყვისი გამოხატულების მიზანს ემსახურება, არამედ თვითონ ხელოვანის ინტიმურ განწყობილებათა გამოხატვის მიზანს: ხელოვნება შინაგანი განსახიერების ფორმაა და ამიტომ იგი სინამდვილის ფოტოგრაფიულ რეპროდუქციას როდი იძლევა, არამედ სინამდვილის ახალ ფორმებს ქმნის“. /დ. უზნაძე/. ხელოვანი ისწრაფვის, რაც შეიძლება ადეკვატური ფორმით განასახიეროს თავისი შინაგანი ინტიმური განწყობილება, შექმნას თავისი განწყობილების შესაფეის ნაწარმოები. ხელოვანის შემოქმედების ფესვები „ ფუნქციური ტენდენციის წიაღშია წასული და შემოქმედების აზრი, შემოქმედების რ–რც მოქმედების პროცესუალურ ხასიათში მდგომარეობს.“
5. ესთეტიკური ტკბობა –ეწოდება მშვენიერების განცდის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. მშვენიერება ეძლევა ად– ნს ან უშუალოდ ბუნების სურათებით, ან მხატვრული ნაწარმოების სახით. ესთეტიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას სუბ–ტი აღწევს, ან ბუნებრივად მოცემული ან ხელოვნურად შექმნილი სილამაზის ნიმუშების ჭვრეტით. ჭვრეტის აქტი გვაგონებს მოხმარების ქცევის ანალოგს /კბეჩა, ღეჭვა, ყლაპვა/, რადგან ჭვრეტის გზით მიიღწევა მოთხოვნილების დაკმაყოფილება, მაგრამ განსხვავება მათ შორის იმდენად დიდია, რომ ამ მსგავსებიდან არაფერი რჩება. ჭვრეტა ქცევის თავისებურ ფორმას წარმოადგენს. ესთეტიკური ტკბობის შემთხვევაში ჭვრეტა, რ–რც აქტი, უშუალოდ იწვევს ესთეტიკურ ტკბობას, აკმაყოფილებს ესთეტიკურ მოთხოვნილებას, მაშინ, როცა „მოხმარების“ ქცევაში „ღეჭვა–ყლაპვა“, რ–რც აქტი კი არ აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას, არამედ ამ გზით მიწოდებული სანოვაგე, რ–რც საასიმილაციო ნივთიერება.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |