A E

ყვ ყნ ყუ
ყურ

ყურადღება

ფს-კური აქტი, რ–აც მიმართავს სუბიექტი რაიმე საგნის ან მოვლენის აღქმის, გაცნობიერების და თავისი გამოცდილების მარაგში მისთვის ადგილის მიჩნევის /აპერცეფციის/ მიზნით. ტრადიციული ფს–გიის გაგებით ყ. ეწოდება ერთდროულად ზემოქმედ მრავალ სხვადასხვა გამღიზიანებელთაგან ზოგიერთის გამოყოფას /სელექციას/, ამ გამოყოფილი ელემენტის ცნობიერების ცენტრში მოქცევას და მაქსიმალური სიცხადით და გამოკვეთილობით მის განცდას. მაგრამ სუბ–მა რომ ეს აქტი განახორციელოს, დიფუზურ, დაუნაწევრებელ, ურთიერთთან დაუკავშირებელ გამღიზიანებელთა წრიდან თავისი შემეცნების ობიექტი გამოყოს და იგი ცნობიერების ნათელ ველზე წამოსწიოს, ამისათვის მან მთელი თავისი ფს–კური ძალები ამ ობიექტისაკენ უნდა მიმართოს. აი ეს აქტი, გარკვეული ობიექტისაკენ ფს−კური ძალების მიმართვა და თავის ცნობიერებაში ამ ობიექტის ნათლად გამოკვეთა არის ყ–ის აქტი. „ადამიანს მხოლოდ განსაზღვრული მიმართულებით შეუძლია იმოქმედოს და ყ–ის მდგომარეობა ის მდგომარეობაა, როდესაც ჩვენი ფს-კური ენერგიის მობილიზაცია ამ გარკვეული მიმართულებით ხდება“ /დ. უზნაძე/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9