A E

ყვ ყნ ყუ
ყურ

ყურადღების სახეები

ჩვეულებრივ განასხვავებენ უნებლიე ანუ პასიურ და ნებისმიერ ანუ აქტიურ ყ-ას.

უნებლიე ანუ პასიური ყ.: სუბიექტი თვითონ არ აქცევს ობიექტს ყ–ას, ობიექტი ეძალება სუბ–ს, იჭრება მასში თავისი ნიშნებით და იქცევს მის ყ–ას. ნებისმიერი ანუ აქტიური ყ; სუბ. თვითონ არეგულირებს თავის ყ–ას, თავისი მოტივების, მოთხოვნილების, ინტერესის, მიზნების, ამოცანების მიხედვით. ნებისმიერი ყ. სპეციფიკურია ად–ნისთვის, იგი შრომის პროცესში ჩაისახა და განვითარდა. ყ–ის აღნიშნული სახეები ერთმანეთისაგან სრულებით იზოლირებულად არ გვხვდება. მათ შორის საზღვარი მერყევია, ისინი ადვილად გადადიან ერთიმეორეში.

აქტივობის მიხედვით გამოყოფენ სენსორული, მოტორული და ინტელექტუალური ყ-ის სახეებს. სენსორულად თვლიან ყ–ას, როცა სუბიექტი სენსორული / გრძნობითი/ ორგანოებით მიღებული შთაბეჭდილების შესატყვისად წარმართავს თავის რეაქციას; მოტორულია ყ. როცა სუბ. მოძრაობებზე აფიქსირებს ენერგიას /სპორტული მოძრაობები/; ინტელექტუალურია ყ., როცა სუბ–ის მოქმედება აზროვნების აქტების საფუძველზე მიმდინარეობს.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9