A E

ყვ ყნ ყუ
ყურ

ყურადღების თვისებები

1. მოცულობა — შთაბეჭდილებათა ერთდროული ყურადღებითი აღქმა რაოდენობრივად სრულიად განსაზღვრულია; შთაბეჭდილებათა იმ რაოდენობას, რ–აც ერთდროულად თანაბარი სიცხადით განვიცდით, ყ–ის მოცულობა ეწოდება. ექსპ–ულად დადასტურებულია, რომ, ოპტიმალურ პირობებში, ად–ნს ნათლად ექვსი ელემენტის გარჩევა შეუძლია. თუ კი ამ ელემენტებისაგან გეშტალტებს შევადგენთ /მაგ., ექვს წერტილს ოთხკუთხედად განვალაგებთ/ მაშინ ექვსი ასეთი ფიგურის ერთდროულ აღქმას ვახერხებთ. აქედან მტკიცდება, რომ ყ-ის მოცულობისათვის მნიშვნელობა აქვს გეშტალტებს, მთლიან ერთეულებს. ყ-ას თავისი მოცულობა აქვს და ამ მოცულობის საზღვრებს ის ვერ გასცდება.

2. რხევადობა ყ–ას პერიოდული ცვალებადობა ახასათებს: ყურადღების ყოველი სახე, თვით უაღრესად ინტენსიურიც კი, თავისი მიმდინარეობის ყოველ მომენტში ერთსა და იმავე დონეზე არ დგას. იგი ხან სუსტდება და ხან ძლიერდება, ე. ი. ყ–ბის მიმდინარეობა ტალღისებურია და არა სწორხაზობრივი. ამ მოვლენას ფს–გიაში ყ–ის რხევადობას უწოდებენ. გამოკვლევებით დადასტურდა, რომ რხევათა პერიოდები 2-3 წამს უდრის. მაგ. ისეთი გამღიზიანებელი, რ-იც საათის წიკწიკია, ხან კარგად ისმის, ხან კი სულ იკარგება /ვ. ურბანჩიჩი, 1875/, მონაცვლეობა თანაზომიერი და პერიოდულია. პერიოდის ხანგრძლივობა 2,5-4 წამამდე გრძელდება /ნ. ლანგე, 1888/; ყ-ის რხევადობა შეიმჩნევა შეგრძნების ყველა მოდალობაში.

3. კონცენტრაცია და დისტრიბუცია ყ–ის ორი საპირისპირო თვისებაა. ყ-ის კონცენტრაცია ის მდგომარეობაა, როცა ყ. დაკავებულია ერთი ან რამ დენიმე ერთფეროვანი შთაბეჭდილებით იმდენად ინტენსიურად, რომ შეუძლებელი ხდება იმავე დროს სხვა შთაბეჭდილების შემჩნევა. დისტრიბუციული ანუ განაწილებული ყ. ერთდროულად რამდენიმე ურთიერთისაგან განსხვავებული ობიექტისაკენ თანაბარი სიცხადითაა მიმართული. ამას ახერხებს სუბ. სხვადასხვა ოპერაციების ერთ, უფრო მაღალ ოპერაციაში ორგანიზებით. მაგ., მძღოლი დისტრიბუციული ყ–ით მუშაობს: ის რეაგირებს ყველა შთაბეჭდილებაზე, რ–იც მას გზადაგზა ხვდება და მათ უფარდებს მანქანის მართვას. დისტრიბუციული ყ. არ უნდა აგვერიოს ყ–ბის დაფანტულობაში. ეს უკანასკნელი სხვადასხვა მიზეზით დაქვეითებული ყ–ბის დამახ-ია. დისტრიბუციული ყ. კი დაძაბული და მაღალი სახის ყ–აა, მაგრამ თუ შესასრულებელი ოპერაციები შეუთავსებელია, ანტაგონისტურია და მათი ორგანიზება უფრო მაღალი სახის ოპერაციაში შეუძლებელია, მაშინ მათი შესრულება ორმაგ ოპერაციიას მოითხოვს: ჯერ ერთის შესრულებას, მერე - მეორისას. გადასვლა ერთიდან მეორეზე სწრაფად ხდება. ასეთ მოქმედებას მრავალმაგი /ანუ მრავალგზისი/ მოქმედება ეწოდება / Mehrfachhandlung მაგ., მოთხრობის მოსმენა და არითმეტიკული ამოცანის გადაწყვეტა ერთდროულად/. მრავალმაგ მოქმედებას ექსპერიმენტულად იკვლევდნენ მ. პოლანი, ო. შტერცინგერი, ვ. ვუნდტი, აიზენჰაუერი, და სხვები. ხედვით, 1−2 წამი მაინცაა საჭირო, რომ ყ. შეეგუოს ახალ გამღიზიანებელს, შეამჩნიოს ის და აღნიშნოს, ე. ი. ადაპტაცია მოხდეს.

4. კონსტანტურობა – ერთ შთაბეჭდილებაზე ყ–ის ერთი და იმავე ინტენსიურობით შეჩერების უნარი. შემჩნეულია კონსტანტურობის ორი სახე: სტატიკური და დინამიკური. სტატიკური ყ. სუბიექტი თავისუფლად, საგანგებო ძალისხმევის გარეშე, ხანგრძლივად ინარჩუნებს ყ–ს ერთ ობიექტზე. ასეთი ყურადღება გამძლე და მტკიცეა. საპირ. დინამიკური ყ. იგი მიდრეკილია გადანაცვლებისაკენ, სუბ. ძალას ატანს თავის თავს, რომ შეინარჩუნოს ყ. საჭირო დონეზე. ხშირი გადანაცვლებისაკენ მიდრეკილ ყ–ას უწოდებენ, აგრეთვე ფლუქტუირულს. მისი საწინ. კონცენტრირებული ყ. ყურადღების ტიპოლოგიური განსხვავებულობა ყ–ის სახეები და თვისებები სხვადასხვა ად–ნებში სხვადასხვანაირია. მაგ. ერთი ადამიანის ყ. შეიძლება იყოს ხანგრძლივი და ბოლომდე თანაბარი ინტენსიურობისა, მეორეში კი უფრო ხანმოკლე და ცვალებადი. ერთს შეიძლება ახასიათებდეს უფრო დისტრიბუციული ყ, მეორეს კონცენტრირებული. ადაპტაციის თვისებაც ტიპოლოგიურად განსხვავებულია: ზოგი სწრაფად ეგუება გამღიზიანებელს, ზოგი ნელა, ზოგის ადაპტაციას უცხო გამღიზიანებელი უშლის ხელს, ზოგისას არა. ინდივიდუალურად განსხვავებულია ყ-ის თვისება–კონსტანტურობაც : ერთი ადა–ნი მიდრეკილია სტატიკური ყ–ისკენ, დიდხანს შეუძლია ერთ ობიექტზე შეაჩეროს ყ, მეორეს პირიქით, ახასიათებს დინამიკურობა, გადააქვს ყ. ობიექტიდან ობიექტზე.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9