A E

ყვ ყნ ყუ
ყურ

ყურადღების /პროსექსოგენური/ ფაქტორები

Gk. პროსექსი ყურადღება, გენეზისი წარმოშობა

ორი სახისაა: ობიექტური ფაქტორი – განსაზღვრავს პასიურ ყ-ს და სუბიექტური ფაქტორი კი განსაზღვრავს აქტიურ ყ–ს. ყ–ის ძირითად ფაქტორად, საზოგადოდ, მოთხოვნილებაა მიჩნეული. ად−ნის ყ. იმ ამოცანის შესრულებისაკენ არის ყოველთვის მიმართული, რ–აც მოთხოვნილების მიზანი აყენებს. მოთხოვნილება ყ–ის იმპულსის წყაროა. იგი ორგვარია: აქტუალური, ისეთი, რ-იც აი, ახლა უნდა დაკმაყოფილდეს, და არაპირდაპირი, რ-იც შორეულ მომავალში უნდა დაკმაყოფილდეს. აქტუალური მოთხოვნილებიდან მომდინარე იმპულსი პასიური ყ–ის განმსაზღვრელი ფაქტორია: ყ. იმ მოქმედებაში ჩაერთვება, რომელსაც აქტუალური მოთხოვნილება დააყენებს. თვითონ პიროვნების განზრახვაზე აქ არაფერია დამოკიდებული. არააქტუალური, არაპირდაპირი მოთხოვნილება კი ნებისმიერი ანუ აქტიური ყ-ის გამომწვევი ფაქტორია. პასიური ყურადღების გამომწვევი ფაქტორები – /გარდა ზემოთ დასახელებული „მოთხოვნილების ფაქტორისა“/.

1. გაღიზიანების ინტენსიურობა; დიდი სიძლიერის შთაბეჭდილება, მაგ.,ხმაური, თოფის ხმა, ზარის რეკვა, დიდი ფორმატის რეკლამა და ყოველგვარი ინტენსიური სიგნალი ძალაუნებურად იპყრობს ად–ნის ყ−ას.

2. ცვლილება: ერთფეროვანი გარემოს დარღვევა, ახალი უჩვეულო გამღიზიანებლის შემოსვლა გარემოში, პასიური ყ–ის ერთ–ერთი გამომწვევი პირობაა.

3. მოძრაობა: უძრავ საგანთა შორის მოძრაობის გაჩენა მაშინვე შესამჩნევი ხდება. იგი იზიდავს ყ–ას, რ-რც უძრავ საგანთა შირის მომხდარი ცვლილება. ერთი სიტყვით, ყოველივე ახალი, ერთფეროვან პირობებში ცვლილების შემტანი მოვლენა პასიური ყ–ის გამომწვევი ფაქტორია<აქტიური ყ–ის გამომწვევი ფაქტორი: ასეთად ად−ნის ინტერესს თვლიან. აქტიური ყ. ჩვენი ნებით, ჩვენი განზრახვითაა გამოწვეული. ჩვენ კი ის გვსურს განხორციელდეს, რაც ჩვენი ინტერესისა და ჩვენი მოთხოვნების წრეში შედის. ასეთი ყ. კი ნებისმიერი ყ–აა ამიტომ ნებისმიერი ყ. პიროვნების ინტერესზე დამოკიდებული ყურადღებაა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9