A E

ყვ ყნ ყუ
ყურ

ყურადღება და ორგანიზმი

ყ–ბის მოქმედებასთან ორგანიზმი გარკვეულ დამოკიდებულებაში იმყოფება, იგი ისეთ პოზას იღებს, რ–იც ყ-ის მოქმედების შესატყვისი იქნება. მაგ., თუ ყ. მხედველობით მოქმედებაშია ჩართული, მაშინ თვალების კუნთები იმ მოძრაობებს მიმართავენ, რ-ებიც უკეთესად დაანახვებენ თვალს საგანსა თუ ყ. სმენით მოქმედებას ასრულებს, ორგანიზმიც ამის შესატყვისად მოიმართება: მოელი კორპუსით ან თავით მიბრუნდება ხმაურის წყაროს მიმართულებით და სასმენად დაძაბავს სმენის ორგანოს. მიმიკური მოძრაობებიც ყურადღების მოქმედების შესატყვისად იცვლება. დამახასიათებელია თვალების ფართოდ გახელა, სახის გამომეტყველების დაძაბვა. ყ–სთან დაკავშირებით შინაგანი მოტორული პროცესებიც განიცდიან ცვლილებას: სუნთქვა თითქოს ჩერდებაო, გულის ცემაც შეიძლება შენელდეს ან აჩქარდეს და სხვ. ყ–ის მოქმედებას თვით ც. ნ. ს–ში გარკვეული ფიზიოლოგიური პროცესი შეესატყვისება. ყ–ის სპეციფიკის ფიზიოლოგიურ საფუძველს რუს ფიზიოლოგ ა. უხტომსკის მიერ შემუშავებული დომინანტის თეორია ითვალისწინებს /იხ. დომინანტის თეორია/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9