A E

ყვ ყნ ყუ
ყურ

ყურადღების თეორიები

პრობლემა, რომლის გადაჭრა ყ–ის თეორიას ევალება, შემდეგია: არის თუ არა ყ., რ-რც ცნობიერების სიცხადის განმსაზღვრელი აქტი, სპეციფიკურ, ფს–კური პროცესი თუ არის, მაშინ რ-რ უნდა წარმოვიდგინოთ მისი მოქმედების მექანიზმი; თუ არ არის ყ. მოვლენა sui generis და არ ქმნის ცნობიერების სიცხადეს, მაშინ, რ-ია ცნობიერების სიცხადის სხვა ფაქტორი. რა უკაფავს გზას საგნებს და მოვლენებს ცნობიერებისაკენ და ათავსებს მათ მის „ფოკუსში?“.

თეორიათა ერთი ჯგუფი ყ-ს დამოუკიდებელ, სპეციფიკურ პროცეცესად თვლის, რ-იც გამოყოფს შემეცნების საგანს დიფუზიურ გარემოდან, აფიქსირებს მას ცნობიერების ნათელ ველზე და უზრუნველყოფს მის მკაფიო აღქმას ყველა დეტალებით. ამ აზრით, ყ. არის ყოველი მოქმედების წინასწარი პირობა, თეორიათა მეორე ჯგუფი ცნობს ყ–ს დამოუკიდებელ, სპეციფიკურ ფენომენად, რომელიც განსაზღვრავს ცნობიერების სიცხადეს, ხოლო იმ თვისებებს, რ-თაც ჩვეულებრივ ყურადღებას მიაწერენ, ისინი სხვა მოვლენების თვისებებად თვლიან. იმ მიმართულებიდან, რ–იც ყურადღებას გარკვეულ მნიშვნელობას და შემეცნებით ღირებულებას მიაკუთვნებს ყველაზე მთავარია „აქტივობის“ თეორია, რ–იც ყ-ს ნებისყოფაზე აფუძნებს და, რ–ის ძირითად არსს აპერცეფციის ცნება ასახავს.

ჯერ კიდევ რენე დეკარტი იზიარებდა ყ–ზე ნებისყოფის ზემოქმედების იდეას. გ. ვ. ლაიბნიცი მიაწერდა ყურადღებას პერცეპტულ მასალაზე გამაცნობიერებელ ზემოქმედების უნარს, ფიქრობდა, რომ ყ-ს პერცეფცია გადაჰყავს აპერცეფციაშია. ი ჰერბარტი /1776—1841/ განასხვავებდა გრძნობადი ყ–ისაგან ინტელექტუალურ ყ–ს; ამ უკანასკნელის ზეგავლენით, მისი აზრით, ერთი შთაბეჭდილება ან წარმოდგენა იძენს უპირატესობას მეორის წინაშე, ახდენს მასზე „გამააპერცეფცირებელ“ ზეგავლენას. ვ. პრაიერი /1842–1997/ თვლიდა, რომ ყოველი ნებისყოფის აქტი ყ–ს მოითხოვს და ყ–ის ყოველი კონცენტრაცია არის ნებისყოფის აქტი. ვ. ვუნდტი ყ–ს განმარტავს, რ–რც „აპერცეფციასთან დაკავშირებულ წარმოდგენათა სუბიექტურ მოვლენას“, მისი აზრით, ყ. ნებისყოფის შინაგანი პროცესია. აპერცეფციული კავშირების დამყარება ნიშნავს წარმოდგენათა ურთიერთდაკავშირებას ყ-ის ზეგავლენით. ყ. და აპერცეფცია შინაგანად არიან ურთიერთთან დაკავშირებულნი, აპერცეფცია ნიშნავს წარმოდგენის ყურადღებით განცდას და მის გაბატონებას ცნობიერებაში. ფიზიოლოგიური თეორია ყ-ს ფიზიოლოგიურ მოვლენებზე აფუძნებს, მისი მოქმედება ც. ნ. ს–ის მოქმედებაზე დაჰყავს. წარმომადგენლები არიან გ. ე. მიულერი, ე. ჰერინგი, ჰუბერტ როტხერი. თანამედროვე ფიზიოლოგია ყ–ის მოქმედებას რეტიკულარული ფორმაციით თავის ტვინში გამოწვეელ მომატებულ აქტიურობას მიაწერს.

იმ მიმართულებათაგან, რომელნიც ყ–ს არ მიაწერენ დამოუკიდებელ მნიშვნელობას აღსანიშნავია გეშტალტთეორია, ბიჰევიორისტული თეორია, რეფლექსოლოგია გეშტალტთეორიის წარმომადგენელი ედგარ რუბინი ყ-ბას საერთოდ არც უთმობს ადგილს, როგორც დამოუკიდებელ ფუნქციას ფს¬კურ მოვლენათა შორის. ის ფაქტები, რ-ებიც ყ–ბის მომედებას მიეწერება, ამ თეორიის შეხედულებით, გეშტალიზაციის კანონებით აიხსნება, აღქმის „გეშტალტური ველის“ სტრუქტურიზაციით, კერძოდ, ფიგურისა და ფონის ურთიერთმიმართების კანონით. ბიჰევიორისტული მიმართულება ისე, რ–რც რეფლექსოლოგია, პრინციპულად უარყოფს სუბიექტური ხასიათის მოვლენებს და მათ შორის, რასაკვირველია, ყურადღებასაც.

დ. უზნაძის თეორია ყ–ს განიხილავს ფს-კური ცხოვრების ორი დონის განწყობისა და ობიექტივაციის თვალსაზრისით. აქტუალური მოთხოვნილებით შექმნილი განწყობის პირველ დონეზე, სადაც რაიმე ამოცანის გადაწყვეტის პრობლემა არ დგას და მაღალ ფს–კური პროცესები მოქმედებაში ჩართული არ არის, იქ აქტიური ყურადღება არც არის საჭირო, მაგრამ, რადგანაც საგანთა და მიმართებათა აღქმა აქაც, განწყობის ამ დონეზეც ცნობიერებასთან დაკავშირებული მაინც არის, ამიტომ ისინი თავისი მოქმედებისათვის ყ–ის მონაწილეობას გულისხმობენ, მაგრამ ეს ყ. თვით არებული სიტუაციით არის გამოწვეული და განსაზღვრული, ამიტომ იგი მხოლოდ პასიური ყურადღებაა.

განწყობის მეორე დონეზე, ობიექტივაციის დონეზე, სადაც სუბიექტის წინაშე შემეცნების პრობლემაა დასმული და სადაც მაღალ–გონითი პროცესებია მოქმედებაში ჩართული, იქ ობიექტივაციის პროცესის მიმდინარეობას აქტიური ყურადღება ემსახურება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9