A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
ასა ასთ ასი ასო

ასიმილაცია

L. assimilalio მიმსგავსება, შერწყმა

1. ფიზიოლ-ში ორგანიზმის მიერ გარემოდან მიღებული ნივთიერების გარდაქმნა, გადამუშავება და ორგანიზმში მისი შეყვანა.

ანტონიმი : დისიმილაცია დაშლა

2. ფს-გიაში აღქმაში მიღებული ახალი შთაბეჭდილების მიმსგავსება, შერწყმა ძველ შთაბეჭდილებასთან (წარსულ გამოცდილებაში მოცემულ შინაარსთან). საგნებისა და მოვლენების აღქმა ა-ის პროცესს ემყარება: როცა სხვის მეტყველებას ვუსმენთ ჩვენ გვესმის სიტყვის მხოლოდ ზოგიერთი ბგერა, მაგრამ აღვიქვამთ მთელ სიტყვას, იმიტომ, რომ სიტყვის ძველმა შთაბეჭდილებამ ამ ბგერების ა. მოახდინა, როცა ვკითხულობთ ტექსტს, სიტყვის ყველა შემადგენელ ასოს კი არ აღვიქვამთ, არამედ მხოლოდ ზოგიერთს, მაგრამ ვკითხულობთ მთელ სიტყვას იმიტომ, რომ სიტყვის ძველმა შთაბეჭდილებამ წაკითხული ბგერების ა. მოახდინა. კორექტურული შეცდომა ხშირად არ შეიმჩნევა და შეცდომით დაბეჭდილი სიტყვა მაინც სწორად იკითხება. ა-ის პროცესს ემყარება საგნის ცნობაც. ნაცნობს აღვიქვამთ ზოგიერთი ნიშნის მიხედვით; ღრუბლის ნაფლეთს აღვიქვამთ ზოგჯერ რ-რც ცხოველს, ზოგჯერ რ-რც ფანტასტიკურ მოვლენას ყველა ამ შემთხვევაში ადგილი აქვს მოცემული ობიექტური შინაარსის მიმსგავსებას სუბ-ის წარსულ გამოცდილებაში მოცემულ შინაარსთან. შეიძლება ნაცნობ საგანში ზოგიერთი ნიშანი ახალი ან შეცვლილი იყოს, მაგრამ ამ საგანს მაინც ნაცნობად აღვიქვამთ იმიტომ, რომ აღქმის ძველი შინაარსი იმსგავსებს ახალ ნიშნებს. ახალი შთაბეჭდილების ა. ძველ შთაბეჭდილებასთან ზოგჯერ შეიძლება მცდარიც იყოს. ეს ხდება მაშინ, როცა გამოცდილებაში მოცემული ძველი შინაარსი იმსგავსებს სრულიად შეუფერებელ ჰეტეროგენულ შთაბეჭდილებას. ასეთ შთაბეჭდილებაში ა. იქცევა ილუზიური აღქმის წყაროდ. ხის კუნძი მშიშარა ადამიანს შეიძლება სიბნელეში მგლად ან ყაჩაღად მოეჩვენოს. არსებითად ასეთია შემთხვევები, როცა ორ ერთდროულად, ან თანამიმდევრულად მოქმედ გამღიზიანებელს შორის ინტენსიურობის ან სიდიდის მხრივ განსხვავება მცირეა, და როცა ეს განსხვავება რ-რც წესი, აღქმისას უფრო მცირე ხდება, ანდა სრულიად ისპობა და ტოლი სიდიდის ან ტოლი ინტენსიურობის გამღიზიანებლად განიცდება. ამ შემთხეევაში ერთ-ერთი გამღიზიანებელი იმსგავსებს მეორეს, მაგ., დიდი გამღიზიანებელი პატარა გამღიზიანებელს ზრდის, თავის ტოლად აქცევს, ან შებრუნებით: პატარა გამღიზიანებელი იმსგავსებს დიდს.ამ ფაქტებიდან ნათლად ჩანს, რომ ა. განსხვავებულია აპერცეფციისაგან.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9