A E

შე შთ ში შრ შუ
შეგ შედ შეზ შეკ შემ შენ შეხ

შეგრძნება

ეწოდება აღქმის შინაარსის ისეთ ელემენტარულ ნაწილს, რომლის კვლავ დაშლა არ შეიძლება. ასეთია ფერის, ბგერის, სუნის, გემოს, შეხების და სხვა შ. შ–ის დამოუკიდებლად არსებობა, ისე, რომ მას კონკრეტული აღქმის გარეშე ვხვდებოდეთ და არა მის შინაარსში, ნორმალურ ფს−კურ სინამდვილეში, ვერ დავადასტურებთ. შ. მხოლოდ აღქმაშია მოცემული, მას მხოლოდ საგნის აღქმის შინაარსის ანალიზის შედეგად ვწვდებით.

ყოველი კონკრეტული აღქმა მთლიანი საგნის განცდაა, შ. კი ამ საგნის რომელიმე ერთი თვისების განცდას წარმოადგენს.

შ–ის წარმოშობისათვის ორი პირობაა საჭირო და აუცილებელი: ფიზიკური გამღიზიანებელი /სინათლე–ფერის შეგრძნებისათვის, ჰაერის ტალღისებური რხევა ბგერის შეგრძნებისათვის, ტემპერატურა სითბო-სიცივის შ–სათვის და სხვ./ და ამ ფიზ. გამღიზიანებლის ზემოქმედება შ–ის ორგანოზე. შ-ათა მრავლიანობის ფაქტი, რ–თაც აღქმის ანალიზი გვიდასტურებს, თავისთავად მოწმობს იმას, რომ ჩვენ მათ ურთიერთისაგან განვასხვავებთ. ასეთი განსხვავებული ნიშნებია შ–ის მოდალობა, რომელობა, ინტენსიურობა. შ–ს ურთიერთისაგან განვასხვავებთ იმის მიხედვით, თუ რომელი გრძნობის ორგანოს საშუალებით ვიღებთ მას. ამ თვალსაზრისით ვარჩევთ ფერის შეგრძნებას, რომელსაც მხედველობის ორგანოს საშუალებით ვიღებთ, გემოს შ–ს ენით, სუნის შ–ს ცხვირის ლორწოვანი გარსის საშუალებით და სხვ. ყოველი შ. გარკვეული შ–ის ორგანოსთანაა დაკავშირებული და მის ამ თვისებას შ–ის მოდალობა ეწოდება. შ–ებს განვასხვავებთ თითოეული მოდალობ ის ფარგლებშიც, მაგ., ფერის შეგრძნებები, რ-თაც მხედველობის ორგანოს საშუალებით ვიღებთ, გარკვეულ სიმრავლეს წარმოადგენს. ფერთა ამ სიმრავლეში ვარჩევთ წითელს, ყვითელს, ლურჯს და სხვ. არ არსებობს ფერის შ. საერთოდ. ფერის ყოველი შეგრძნება უთუოდ რომელიმე კონკრეტული ფერის შეგრძნებაა, წითლის, ყვითლის, ლურჯისა და სხვ. ფერის შ–ის თვისებას, რომ ის გარკვეული ფერის შ–აა, ფერის რომელობა ეწოდება. მაგრამ თითოეული რომელობის ფარგლებშიც ვარჩევთ განსხვავებებს: ერთი და იმავე რომელობის ფერი, ვთქვათ წითელი, შეიძლება იყოს მეტად წითელი ან ნაკლებად წითელი! შ–ის ამ მეტ–ნაკლებობის თვისებას შ–ის ინტენსიურობა ეწოდება. იგივე ითქმის ყოველი სხვა შ–ის შესახებ.

ფს–გიაში არსებობს ისეთი შეხედულებაც, რ-იც შ–ისთვის დამახასიათებლად თვლის სხვა ნიშანსაც, ე. წ. გრძნობით ემოციურ ტონს / თეოდორ ციენი/, სიცხადეს /ე. ბ. ტიჩიერი/ და ხანიერობას /ო. კიულპე/. ეს უკანასკნელი თვისებები არ წარმოადგენენ შ–ის კონსტიტუციურ ნიშანს, რ–რიცაა რომელობა, ინტენსიურობა და მოდალობა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9