A E

შე შთ ში შრ შუ
შეგ შედ შეზ შეკ შემ შენ შეხ

შეგრძნებათა კლასიფიკაცია

ვუნდტის კლასიფიკაციის მიხედვით შეგრძნებები 5 ძირითად ჯგუფად იყოფა: მხედველობა, სმენა, გემო, სუნი, შეხება. მაგრამ ჩვეულებრივი შეხედულება, რომ მთელი ჩვენი შეგრძნებათა სამკვიდრო თითქოს მხოლოდ ხუთი შეგრძნებით ამოიწურებოდეს ეს მეცნიერულად არ მართლდება. აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში მეტი რაოდენობის შეგრძნებებს ვფლობთ, ასეთებია:

1. სითბო–სიცივის ანუ ტემპერატურის.

2. ვიბრაციის.

3. ტკივილის.

4. სხეულის მოძრაობებისა ანუ კინესთეტური შ.

5. წონასწორობისა.

6. ორგანული შეგრძნებები. შ. კ–ს საფუძვლად უდევს გრძნობის ორგანოთა განსხვავებულობა: ცალკეულ მოდალობას ქმნიან ის შეგრძნებები, რ–იც ერთი გრძნობის ორგანოსთან არიან დაკავშირებულნი.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9