A E

შე შთ ში შრ შუ
შეგ შედ შეზ შეკ შემ შენ შეხ

შეგრძნების ორგანო

ყოველი შ-ბის აღქმა გარეგამღიზიანებლის გარკვეულ ორგანოზე ზემოქმედების შედეგად ჩნდება. ეს ორგანოებია: თვალი, ყური, ცხვირის ლორწოვანი გარსი, ენის ზედაპირი, კანი, კუნთები, მყესები, სახსრები და სხვა. ყოველი შ. ორგანო სამი ნაწილისაგან შედგება. პირველია რეცეპტორი, სპეციფიკურად აგებული გარე აპარატი, რ-ლიც · გამღიზიანებლის მისაღებადაა მოწყობილი. მეორე გამტარი ნერვი, რ-იც გაღიზიანებას თავის ტვინის სათანადო ცენტრს გადასცემს, და მესამე თვითონ ეს ცენტრი, რომელიც მოთავსებულია თავის ტვინის ქერქში. შ. ორგანოები მკაფიოდაა ერთმანეთისაგან გამოყოფილია თითოეული მათგანი სხეულის გარკვეულ ადგილზეა მოთავსებული და შესატყვისი გაღიზიანების მიღება მხოლოდ მისი საშუალებით ხდება: სინათლის სხივებში მთელი ორგანიზმია გახვეული, მაგრამ, რ–რც გამღიზიანებელი სინათლე მხოლოდ თვალზე მოქმედებს. ასეა ხმაც, სუნიც და სხვ. /და უზნაძე/. „შეგრძნების“ ორგანო, როგორც ტერმინი შემორჩენილია მხოლოდ ფს–გიაში, ფიზიოლ–ში მის ნაცვლად იხმარება ტერმინი „ანალიზატორი“.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9