ეხება დამოკიდებულებას, რ¬ლიც არსებობს გაღიზიანების რომელობასა და შეგრძნების რომელობას შორის. შეგრძნების ყოველი ორგანო – თვალი, ყური, ცხვირი, ენა, კანი გამღიზიანებელს სპეციფიკური შეგრძნებით აძლევს პასუხს, მაგ. თვალი სინათლის ტალღისებურ რხევას სინათლის შეგრძნებით უპასუხებს; ჰაერის ტალღისებურ რხევას ყური ბგერის შეგრძნებით უპასუხებს; ცხვირის ლორწოვანი გარსი გარკვეულ ქიმიურ გამღიზიანებელს — სუნის შეგრძნებით უპასუხებს და სხვ. ასე ხდება, ჩვეულებრივ, ნორმალურ პირობებში, როდესაც გამღიზიანებელი შეგრძნების ორგანოს ადეკვატურია /თვალისათვის ადეკვატური გამღიზიანებელია სინათლე, ყურისათვის ჰაერის ტალღისებური რხევა და სხვ./ მაგრამ თუ შეგრძნების რომელიმე ორგანოზე არაადეკვატურ /არასპეციფიკურ/ გამღიზიანებელს ვამოქმედებთ, ორგანო მაინც მისთვის სპეციფიკური შეგრძნებით უპასუხებს: მაგ:, თუ თვალს გავაღიზიანებთ მექანიკურად /დარტყმით ან დაწოლით/, ელექტროდენით ან ქიმიურად, თვალი მაინც მისთვის სპეციფიკური შეგრძნებით სინათლის შეგრძნებით უპასუხებს. ასე ხდება ყველა სხვა შეგრძნების ორგანოს მოქმედების შემთხვევაშიც. ორგანოს ამ თვისებას, რომ არასპეციფიკურ გამღიზიანებელს იგი მისთვის სპეციფიკური შეგრძნებით უპასუხებს, „სპეციფიკური ენერგიის კანონი“ ეწოდება. ეს კანონი აღმოაჩინა გერმანელმა ფიზიოლოგმა ი. მიულერმა.
შ. ო. ს. ე. კ. ფაქტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თითქოს შეგრძნება ან აღქმა არ წარმოადგენდეს ობიექტური სინამდვილის ასახვას და მხოლოდ მგრძნობიარე ნერვის საკუთარი ენერგიის გაშლა იყოს. საქმე ისაა, რომ ყოველი შეგრძნების ორგანოს სპეციფიკა მიღებულია განვითარების პროცესში ორგანიზმის გარემოსთან შეგუების შედეგად და მასში სწორედ ის ობიექტური სინამდვილეა მოცემული, რ–იც შეგრძნების ან აღქმის შინაარსშია ასახული.