A E

შე შთ ში შრ შუ
შეგ შედ შეზ შეკ შემ შენ შეხ

შეკუმშვა

G. Verdichtung

ფროიდის მიერ შემოტანილი სპეციფიკური მნიშვნელობის ტერმინი. წარმოადგენს „დაცვითი მექანიზმი“-ს ერთ–ერთ სახეს. შ–ში, ფროიდის თეორიით, ხდება სხვადასხვა წარმოდგენების არაცნობიერად გარდაქმნა - შემჭიდროება და ერთ წარმოდგენად შერწყმა. მაგ., შ–ის შედეგად „სიზმრის ლატენტური შინაარსები“–დან მუშავდება შემოკლებული სახის ახალი წარმოდგენები, რ–ებიც „ზე–მე“–სთვის მისაღები იქნება და ივარგებს სიზმარში სამანიფესტაციოდ. სიზმრისთვის აუცილებელი ასეთი შეკუმშული, სადემონსტრაციო წარმოდგენების დასადგენად ხდება „სიზმრის ლატენტური შინაარსის“ ზოგი ნაწილის უგულებელყოფა, ზოგის ნაწილობრივი გამოყენება, ისეთებისა, რ–თაც ურთიერთთან რაღაც საერთო აქვთ-შემჭიდროება, შერწყმა ერთ ჰარმონიულ სახედ. შ–ის შედეგად სიზმრის „ლატენტურ შინაარსთა“ შორის წინააღმდეგობები მოხსნილია, შერიგებულია. შ. დამახ. არქაულ–პრიმიტიული სიზმრისა და შიზოფრენიული აზროვნებისათვისა /საწინ. გადატანა/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9